”იდუმალი მამაკაცი იდენტიფიცირებულია” – აი ვინ არის სინამდვილეში სკანდალურ ვიდეოში აღმოჩენილი თეთრპერანგიანი კაცი – შაქარაშვილის საქმე

0

ვიდეოს შესახებ გამოძიებამ, რა თქმა უნდა, ტელევიზიაში სიუჟეტის გასვლამდეც იცოდა და ისიც იცოდა, ვინ იყო თეთრპერანგიანი პიროვნება. ის ბერა ივანიშვილის მეგობარი „კაწრო“ არ არის.ამის შესახებ „2020NEWS”-ს 19 წლის ფეხბურთელის ბიძამ, იურისტმა მირიან ნიკოლაძემ ექსკლუზიურად განუცხადა.

loading...

„გულწრფელად სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ბილანიშვილი, მაგრამ რადგან ვიღაცა კატეგორიული ფორმით გთავაზობს ვერსიას და უნდა, რომ ირწმუნო და დაიჯერო, ასეთ შემთხვევაში გამოძიება, რა თქმა უნდა, ვალდებულია, რომ დაკითხოს ეს ადამიანი. საერთოდ ამ საქმესთან რა შემხებლობაშია ეგ ადამიანი, წარმოდგენა არა მაქვს…

რა თქმა უნდა, ეს კადრები ვინც გაავრცელა, მათაც საგამოძიებო მასალებიდან აიღეს. ბრალდებულების ადვოკატებმა მისცეს., თქვენ გგონიათ, რომ რამე კადრი მოიპოვეს? ეს კადრები მათ ჩვეულებრივად ადვოკატებისგან მიიღეს“, – აცხადებს ნიკოლაძე.

მისი თქმით, თეთრპერანგიანი მამაკაცის ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია.

„სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ან ხვალ გააკეთებენ განცხადებას. მე ამ საკითხზე კომენტირებისგან თავს შევიკავებ…“ – განმარტა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.

loading...

Share.