“იმისთვის, რომ შვილი მყავდეს, მე მჭირდება..” – ნახეთ რას ამბობს ია ფარულავა შვილის გაჩენაზე

0

“ყველა ქალს არაა საჭირო, ჰყავდეს შვილი”, – წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე მსახიობი ია ფარულავა და იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც შვილის თემასთან დაკავშირებით მას სოციალურ ქსელში ხშირად სწერენ:
“ბევრს არ უნდა, რომ ჩემი სილამაზე და გენეტიკა დაიკარგოს და ნაზად და ტაქტიანად მწერს ინბოქსში შვილის თემაზე. ადრე რაც იყო, იყო… მადლობა ღმერთს, აბორტი არ ვიცი, რა არის… ახლა ასეთი სურათი გვაქვს: იმისთვის, რომ შვილი მყავდეს, მჭირდება სხვისი სპერმა, სხვისი კვერცხუჯრედი და სხვისი საშვილოსნო და შვილი ვის დაემსგავსება???? ვისი გენეტიკა ექნება, მოვრჩით თემას???? დის­კუ­სი­ა­ში არ შევ­დი­ვარ არა­ვის­თან, ყვე­ლას თა­ვი­სი გზა აქვს და

loading...

ყვე­ლა ქალს არაა სა­ჭი­რო ყავ­დეს შვი­ლი, რო­გორც გინ­დათ, გა­ი­გეთ.
თუ ქალ­მა შვი­ლი 9 თვე არ ატა­რა, მთე­ლი მის­ტი­კა და სა­ი­დუმ­ლო იკარ­გე­ბა ჩემ­თვის.
დე­დო­ბა ხან­და­ხან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა და ხან­და­ხან უდი­დე­სი სიმ­წა­რე…. ვის რას გა­უ­შა­ლა­ში­ნებს ბედი… როცა ღმერ­თი ასე და­ჟი­ნე­ბით არ გაძ­ლევს შვილს, ესე იგი რა­ღა­ცის­გან გი­ცავს”.წყარო:dainteresdi.club

loading...
Share.