“იმის შიში მაქვს რომ ერთ დღესაც სახლში არ დავბრუნდები..“ – რა ეწერა ქმრის დატოვებულ წერილში, რომელიც ცოლმა საწოლთან იპოვა

0

ქალი დილით გაღვიძებისთანავე მიხვდა, რომ მისი ქმარი სახლში არ იყო. უცნაური შეგრძნება ჰქონდა, რადგან ბოლო დროს მისი ქმარი ძალიან უცნაურად და უჩვეულო იქცეოდა. ვერ ხვდებოდა რა ჭირდა. ქალმა საწოლიდან ადგომისთანავე წერილი დაინახა. წერილი მისი ქმრისგან იყო. დაიწყო წერილის კითხვა, თან გული რაღაც ცუდს უგრძნობდა.
„ძვრიფასი, ვწერ მანამდე სანამ გძინავს, რადგან შიძლება ხვალ ის ადამიანი არ ვიყო ვინც დღე ვარ. ბოლო დროს ვგრძნობ, რომ 2 სამყაროს ზღვარზე ვარ და ვიკარგები. ძალიან მეშინია, რომ ერთ დღესაც სახლში ვეღარ დავბრუნდები, შენ კი ვერც მიხვდები რა დამემართა. იქნებ ხვალ ვეღარ შევძლო გაგრძნობინო რამდენად მიყვარხარ, რამდენად ვარ შენით აღფრთოვანებული და ვერ მიგახვედრო, რომ გაცნობის პირველივე წამიდან უზომოდ გაფასებ.

იქნებ ხვალ ვეღარ შევძლო რამდენად მიყვარს შენი მზრუნველობა. კარებებზე აკრავ სტიკერებს, რათა აბაზანის და სამზარეულო შესასვლელი არ ამერიოს, ხუმრობაში გადაგაქვს ჩემი დაბნეულობა. როცა საუბრობ ჩემთან მაინც, მიუხედავად იმისა, რომ იცი რაზე ვლაპარაკობდით ისიც კი არ მახსოვს. როცა ჩვენი შვილიშვილები მოდიან, ყურში ჩამჩურჩულებ ხოლმე მათ სახელებს, ვაითუ შემეშალოს და ეს ბავშვებმა არ შემჩნიონ.

ყოველთვის მაწყნარებ, როცა უმიზეზოდ ვბრაზდები. წერილს ვწერ იმიტომ, რომ იქნებ ხვალ აღარ მახსოვდეს რა ქგვია, არ მახსოვდეს ჩემი სახელი ან ხვალ ვერ გადაგიხადო მადობა, რომ არსებობს. იცოდე, რომ მიყვარხარ საკუთარ თავზე მეტად. ჩემი შენდამი სიყვარულს ვერ მოერევა სამყაროში ვერაფერი, ვერც ის რასაც ალცჰეიმერი ქვია.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დღეს და ახლა.

წყარო: genews.ge

Share.