”იმნაძე არ იტყვის? მე ვიტვი! იცით რა გაუკეთეს პაატას?” – ნახეთ ვიცე-პოლკოვნიკ ედუარდ ჯიშკარიანის სკანდალური განცხადება პაატა იმნაძეზე

0

ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“იმნაძე არ ამბობს? მე ვიტყვი:
სააკაშვილმა იმნაძე დაიჭირა ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობის დასრულებამდე ორი წლით ადრე, მისგან მოითხოვდნენ უბრალოდ ქვეყნის დატოვებას და საზღვარგარეთ წასვლას საცხოვრებლად, ეს ვერაგული ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს იმ უბრალო მიზეზის გამო რომ პენტაგონი და თეთრი სახლის ადმინისტრაცია ჩაერია.

loading...

იმნაძის ქვეყნიდან გაქცევის შემთხვევაში კიდევ ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო ან გაურკვეველი ვადით გადადებულიყო.
რომელი ქვეყნის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული ლაბორატორის მშენებლობის შეჩერება და რომელი ქვეყნის პრეზიდენტის მკაცრი მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა იმნაძის დაკავება-გაძევების ოპერაცია, ვისი კაგებეშნიკი ბიძა ხელმძღვანელობდა ამ ;ოპერაციას; ამის გამოცნობა არ გაგიჭირდებათ.”

სოციალური ქსელის ერთერთი მომხმარებელი Otar Nagervadze კი მას ასე პასუხობს:
“პაატა იმნაძეს არავინ იჭერდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა ვაქცინების შესყიდვის ტენდერი (დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის), იყო დარღვევა, და კორუფციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ციხეში ჩაჯდა, კოკა ფრუიძე. დაიკითხა კომისიის ყველა წევრი, მათ შორის, პაატა იმნაძეც. რამდენიმე საათი გაატარა პროკურატურაში. პრინციპში, ალბათ მისი პასუხისმგებლობაც იყო, თუმცა მისი ბრალეულობა არ დადგინდა, და შესაბამისად, არც დაუჭერიათ, მხოლოდ დაკითხეს. ამდენად, მისი ყველა ლაპარაკი დაჭერაზე, ან ამერიკელების მიერ ხსნაზე – არის მტკნარი ტყუილი და გამოგონილი.
სინამდვილეში, იმნაძეც და გამყრელიძეც გაბრაზებულები იყვნენ იმაზე, რომ ლუგარის ლაბორატორია გამოვიდა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებიდან და პირდაპირ დაექვემდებარა პრემიერ-მინისტრს;
რაც შეეხება “ჯანდაცვის სამინისტროსათვის წართმევის” თემას – – ლუგარის ლაბორატორია საერთოდ იყო აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში; ლაბორატორია შენდებოდა უსაფრთოხებისთვის – დაცული ყოფილიყო პათოგენების კოლექცია. ყველგან შეიძლებოდა ყოფილიყო – თავდაცვაში, ან ჯანდაცვაში და ან სულაც სოფლის მეურნეობაში , თუ განათლების სამინისტროში. მნიშვნელობა არ იყო სად. მაშინდელმა მთვარობამ დაუქვემდებარა პირდაპირ პრემიერს, და 6 სხვადასხვა სამინისტრო შევიყვანა მმართველ ბორდში, დავურთეთ (ამერიკელების სურვილით და დახმარებით) საერთაშორისო მეცნიერების (ძალიან მხეცების) ბორდი და ადგილობრივი სამეცნიერო საბჭო. გარდა ამისა, რამდენიმე საზედამხედველო რგოლი. ლაბორატორიის სარგებლობა გახდა ხელმისაწვდომი და ლაბორატორიის ვალდებლება გახდა მომსახურებოდა ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას (სურსათის უვნებლობის ჩათლით), განათლებასა და მეცნიერებას და კერძო კომპანიებს. ლაბორატორია გახდა ასევე ცენტრალური ტრეინინგ ცენტრი – მაგალითად, უსაფრთოხების პროტოკოლების დანერგვა და პერსონალის გადამზადება, რაც ახლა ხდება კორონასთან დაკავშირებით. აი, ამას უძახიან “ჯანდაცვისთვის წართმევას”!”

loading...

Share.