“ინფორმაცია რომელიც ახლახანს ვრცელდება, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიძღუდება” – ნახეთ როდის და რამდენი ხნის დაწესდება ახალი შეზღუდვები

0

საქართველოს მასშტაბით სამი კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მოქმედებს წესები:
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს
იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღინისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;
იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
კვების ობიექტები იმუშავებს 23:00 საათამდე.
საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.

დღესვე, ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, საზოგადოებას მოუწოდა, ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის გარეშეც მივიდნენ ამცრელ პუნქტებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად.

წყარო: რადიო თავისუფლება

Share.