”ისეთი რამ მოხდა რომ შოკში ვარ, გთხოვთ დამეხმარეთ რა გავაკეთო…” – ნახეთ რატომ სთხოვს თი მაჭავარიანი ხალხს დახმარებას

0

თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავის გამომწერებს რჩევას თხოვს.
„რაღაც მაინტერესებს კომპეტენტური ადამიანებისგან. ძალიან გაღიზიანებული ვარ და მინდა, რომ დამეხმაროთ. როცა მივდივართ ექიმთან, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მას ვაწვდით ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, ხომ არის კონფიდენციალური და ხომ არ აქვს ექიმს მისი გავრცელების უფლება?;თუ მოხდა ისე, რომ ექიმმა ეს ინფორმაცია გაავრცელა ჩემი ნებართვის გარეშე, მაქვს თუ არა უფლება, რომ ვუჩივლო?

დამეხმარეთ, რა გავაკეთო. შოკში ვარ, ბოლომდე ვერ ვიაზრებ , რა ხდება. ყველანაირ ინფორმაციას ვიყენებ ჩემს სასარგებლოდ. აუცილებლად მოევლება ამ საკითხს, ასე არ უნდა დარჩეს. მსგავსი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, როცა ექიმთან მივდივარ, მე მაქვს იმის ნდობა, რომ მას რაღაც ინფორმაციას გავუზიარებ და ეს არ გავა კაბინეტიდან და უცებ ასეთი რაღაც ხდება, მართლა შოკში ვარ. მადლობა დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის“ – ამბობს თი მაჭავარიანი.

Share.