”ისმოდა კივილის ხმა, მიშველეთო…” – თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი დაღუპული იპოვეს

0

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
ამ დრომდე დაუდგენელია, რა ვითარებაში გარდაიცვალა 31 წლის შანე ბრუკი. თუმცა, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, “მეგობარს რომ დაურეკა, ისმოდა კივილი, ყვიროდა, მიშველეთო”.
ცნობისთვის, თბილისში 31 წლის ავსტრალიელ ქალს, შანე ბრუკის პოლიცია, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მისი მეგობრები და მოხალისეები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

Share.