”იტალია იღუპება! დღეიდან ექიმები პირველი იმათ უმკურნალებენ ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქ” – ნახეთ რას ჰყვება იტალიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი

0

იტალიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი სოც ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის! კარ­გად ვარ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია და­ვიც­ვა, მი­თუ­მე­ტეს იმის მერე, რაც ფაქ­ტი­უ­რად სახ­ლებ­ში გა­მო­კე­ტი­ლე­ბი აღ­მოვ­ჩნდით…
ცუდი, ძა­ლი­ან ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა იტა­ლი­ა­ში… გა­დავ­სე­ბუ­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­ე­ბი, ექი­მე­ბის დიდი ნა­წი­ლი კა­რან­ტინ­შია, არ ყოფ­ნით არც ინ­ვენ­ტა­რი, არც ად­გი­ლე­ბი და მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პირ­ველ რიგ­ში უმ­კურ­ნა­ლონ იმათ, ვი­საც გა­დარ­ჩე­ნის მეტი შან­სი აქვს…

loading...

წე­სე­ბის არ­დაც­ვამ, არა­სე­რი­ო­ზულ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა სი­ტუ­ა­ცია, რომ ყვე­ლას რა­დი­კა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლა მოგ­ვი­წია, მაგ­რამ საკ­მა­ოდ გვი­ა­ნია… სა­გან­გა­შო ციფ­რე­ბი მო­დის ყო­ველ სა­ღა­მოს ახა­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბე­ბის…

ამი­ტომ, სა­ნამ საქ­მე ესე სე­რი­ო­ზუ­ლად არაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია, რა­საც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იძ­ლე­ვი­ან! მორ­ჩით ხუმ­რო­ბას და რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სეთ რის­კე­ბი!

იმის და მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­ოც­რად კარ­გად იმუ­შა­ვეს შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა თბი­ლის­ში და არა­მარ­ტო, ძა­ლი­ან ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვენ­ზეც… გა­უფრ­თხილ­დით ერ­თმა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბას” – წერს გი­გუ­აშ­ვი­ლი.

loading...

Share.