„იძახდა – აღარ ისროლო, ნუ მოკლავო და ჩადგა შუაში” – ნახეთ გუდაურში მომხდარი მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები

0

გუდაურში მომხდარ მკვლელობაზე უკვე რამდენიმე დღეა მთელი საქართველო საუბრობს. ბრალდებულის მხარემ გაასაჯაროვა ვიდეომტკიცებულებები, ასევე ბრალდებულის ფოტო, სადაც ჩანს რომ ის ძლიერ არის ნაცემი.
28 წლის თამაზ გორთამაშვილი დღეს დაკრძალეს. მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, მათ შორის, ორი გულ-მკერდის მიდამოებში.
„ალიას“ გუდაურიდან არაერთმა ადამიანმა დაურეკა და მათ რამდენი ფაქტი შეატყობინეს:
1. თქვეს, რომ თამაზი აღარ მუშაობდა იმ ბარში და მუშაობდა ინსტრუქტორად: “გარდა თოვლისა და სრიალის სიყვარულისა, ინსტრუქტორად მუშაობა ერჩივნა ფინანსური კუთხითაც და კლიენტების ძარცვა და ასე ფულის კეთება რომ შესძლებოდა, თბილად გააგრძელებდა ბარში ჯდომას”
2. თქვეს, რომ გამოძიებამ უკვე დაკითხა მოწმეები, რომლებმაც დაინახეს და გაიგონეს, “როგორ იძახდა თაზო – აღარ ისროლო, ნუ მოკლავ და როგორ ჩადგა შუაში.”

loading...

3. აგრეთვე, “გარდა იმ ახალგაზრდისა, რომელიც დაჭრილია და კლინიკაშია, კიდევ ერთ ახალგაზრდას დასჭირდა მკურნალობა, რადგანაც ისიც ძლიერ იყო ნაცემი. თუმცა, რატომღაც გამოძიება ამ დეტალს ჯერ არ ახმაურებს”.

4. გუდაურიდან დაადასტურეს ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: ბრალდებული, ყოფილი სამხედრო ძალიან არის ნაცემი, მაგრამ დაზიანებების ნაწილი მან მიიღო მას შემდეგ, რაც გაისროლა, მას შემდეგ რაც სისხლიანი თამაზი დავარდა, მას შემდეგ, რაც ხალხი მოგროვდა – და იგი სცემეს ზუსტად იმიტომ, რომ ახალგაზრდა ბიჭი დაინახეს სისხლიანი, სასიკვდილოდ დაჭრილი.

„ალია“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა თამაზის ოჯახის ახლობლებს და ჰკითხა მათ, მართალია თუ არა, რომ კობიაშვილი ხალხმა მას შემდეგ სცემა, რაც თაზო სასიკვდილოდ დაჭრეს, დაგვიდასტურეს – „კი, ეგ უკვე დამტკიცებულია და ფაქტია“. გამოცემა მთელი დღე ცდილობდა დაკავშირებოდა ბრალდებულის ერთ-ერთ ადვოკატსაც, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა დაკავშირება.
წყარო: ალია

loading...

Share.