“კობას გარდაცვალების შემდეგ სანდრა სამძიმარზეც არ მოსულა და..” – ნახეთ რას წერს კობა დავითაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსზე

0

“სანდრას არასდროს უცდია ჩვენთან ურთიერთობის გარკვევა, არც კობას გარდაცვალების შემდეგ მოსულა სამძიმარზე”, – ამის შესახებ განცხადებას კობა დავითაშვილის მეუღლე აკეთებს.
როგორც ინგა ბიწაძე ამბობს მისმა მეუღლემ ბოლოს ყველას აპატია, მიშას გარდა.
“ჩემი ქმრის მკვლელობის მცდელობა 2006 წელს მოაწყვეს. კობას მკვლელობა შეკვეთილი იყო და ამისთვის გიორგი კურტაევი დაიქირავეს, მაგრამ მაშინ კურტაევმა ეს ვერ მოახერხა.
მანამდე, 2003 წელს, კობას აჭარაში სცემა ასლანის რეჟიმმა. “ვარდების რევოლუციამდე” 40 დღე სახლში იწვა და ძალიან ცუდად იყო, მარჯვენა მხარე გაშეშებული ჰქონდა. 22 ნოემბერს ადგა ფეხზე და მოხდა კიდეც “ვარდების რევოლუცია”.

მეორედ 2004 წელს ისევ აჭარაში სცემეს, ტვინის შერყევა ჰქონდა და რამდენიმე დღე იწვა. არადა, დედისერთა ბიჭი ისე გაიზარდა, არავისთან უჩხუბია. კანონმორჩილი ადამიანი გახლდათ და, ბედის ირონიით, ასეთ ცემა-ტყეპაში მოუწია ცხოვრებამ…

2006 წელს მკვლელობა რომ არ გამოუვიდათ, გაუვრცელეს ფარული ჩანაწერები (ე.წ. ნავერტილე) და ეს ტელევიზიებით გაშუქდა, მაშინ კობა პარლამენტის წევრი იყო და არ ჰქონდათ ფარული მიყურადების უფლება, მაგრამ ფიზიკურად რომ ვერ გაუსწორდნენ, ამ ჩანაწერებით დარტყმა მიაყენეს. რაც მთავარია, სააკაშვილმა ეს პირდაპირ ეთერში აღიარა: ვანო მერაბიშვილმა დამირეკა, კობა დავითაშვილი ვერ მოვკალით, მაგრამ მაინც პოლიტიკურ გვამად ვაქცევთო… ამ სიტყვებიდან მალევე გაავრცელეს ის ფარული ჩანაწერები…

2004 წელს აჭარაში გადაუჭრეს მანქანის სამუხრუჭე სისტემები და მაშინაც შემთხვევით გადარჩა… ახლა გავიგე, იმავე წელს თბილისში ბაზრის დახურვის მცდელობისას სპეცრაზმმა მომიტინგეები რომ დაარბია, მაშინ კობაც უცემიათ.

2007 წლის 7 ნოემბრის ამბავი ხომ ყველამ იცის, როგორ სასტიკად მოექცნენ… კობას მუდმივად უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ, მერე იგნორირების ტაქტიკაზე გადავიდნენ, თითქოს არც იმჩნევდნენ მის გამოსვლებსა და პროტესტს… კობას კანონი არასოდეს დაურღვევია, მუდმივად მახეს უგებდნენ, მაგრამ მაინც მოახერხა და მახეში არ გაება, თორემ რა დაუშლიდათ, დაიჭერდნენ და ჩასვამდნენ ციხეში. მერე კობას ავტორიტეტის განადგურება უნდოდათ”, – განაცხადა ინგა ბიწაძემ “კვირის პალიტრასთან”.
წყარო:dainteresdi.club

Share.