”კომაში ვიყავი და უკვე ექიმებს აპარატიდან უნდა გამოვერთე, როცა უცებ დედაჩემის კივილი გავიგე… მას შემდეგ ყოველ დღე 3 საათზე სანთელს ვანთებ…” – ნახეთ როგორ გადაურჩა კომაში მყოფი ქართველი გოგონა სიკვდილს

0

ეს მარი წივწივაძის საოცარი ამბავია, რომლის შესახებაც საზოგადოებას თავად უამბო:
„ინგოროყვას კლინიკაში კომაში მყოფი რეანიმაციაში ვიწექი 18 დღე. როცა უკვე გადარჩენის 1% აღარ იყო და აპარატი უნდა გამოერთოთ, სოფლებიდან სანათესაო ჩამოვიდა და გამომიგლოვეს. ჩემს ქმარს მოუვიდა აზრად მამაოს მოყვანა და თავთან ჩემი სახელობის ხატი დამიდო. ჯანმრთელობის ლოცვა წამიკითხა მამაომ, მერე ჩემი გოგონა და დედაჩემი შემოიყვანეს, გამოემშვიდობეთ, ვთიშავთ აპარატსო და ბრახ, ინათა! მესმის დედაჩემის კივილი, შვილო, ცოცხალი თუ ხარ, მანიშნეო. მეც ხელი ხელზე მოვუჭირე და ცოცხალია, ცოცხალიო, გავარდა აკივლებული და ატირებული!

მწარედ მახსოვს, გარეთ 300-მა კაცმა იხუვლა, გადარჩაო. რომ გამოვეწერე, მას მერე ყოველ დილას 3 სანთელს ვანთებ. დიდია უფლის რწმენა. მე გადავრჩი”, – აღნიშნა მარი წივწივაძემ.

Share.