“კომენდანტის საათი შესაძლოა ამ თვემდე გაგრძელდეს..” – რატომ არ ხსნიან კომენდანტს ნახეთ პაატა იმნაძის განმარტება

0

კითხვაზე, თუ ფიქრობს საკოორდინაციო საბჭო “კომენდანტის საათის” მოხსნაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უპასუხა, რომ “ალბათ, ყველაზე ბოლოს.” პაატა იმნაძე ფიქრობს, რომ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა აპრილშიც გაგრძელდება, თუმცა, ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიტუაცია იქნება.
“ქართველები ვართ, ერთმანეთთან სტუმრად… მე, მაგალითად, ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა, თქვენ არ მოგენატრათ? მე ვერ ვნახულობ, წელიწადი გავიდა,

loading...

ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს არ ვყოფილვარ არსად” – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და აღნიშნავს, რომ კომენდანტის საათი ინფექციის შორ მანძილზე გავრცელებას ზღუდავს.

თორემ ახლო მანძილზე ქეიფი რა, ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, არვიცით, რომ მეზობლები ერთმანეთში გადადიან, ეზოში გადადიან, გადმოდიან? მარტივია, მეზობლებში რომ გადახვალ, ერთი კლასტერი ჩამოყალიბდება სამეზობლოშო, ანუ გავრცელება იქნება გეოგრაფიულად ერთ პატარა არეალში და რომ დაჯდები საღამოს ცხრა საათზე და ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში წახვალ მეგობართან, ნათესავთან, ჩაუჯდები და მერე იქიდან წამოხვალ, ინფექცია გავრცელდება გაცილებით დიდ გეოგრაფიულ არეალში.

ქართველები არ ვართ, არ ვიცით, როგორ ვცხოვრობთ, არ ვიცით ჩვენი ცხოვრების წესი თუ რა უნდა ავხსნა?” – კითხულობს იმნაძე.

ცნობისათვის, 28 ნოემბრიდან, საქართველოში კომენდანტის საათი 21:00-დან 05:00-მდე მოქმედებს. იქამდე, სამი კვირის განმავლობაში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 22:00-დან იწყებოდა.
წყარო:geoambebi.com

loading...
Share.