,,ლადოიე, ყაბალახი არ დაკარგო, ცოცხი ისედაც ქე გაქ, ორი წიგნი არ აქვს წაკითხული, დატრენინგებული ენჯოშნიკია!” – ნახეთ ოზურგეთელი პედაგოგის შეურაცხმყოფელი პოსტი ლადო აფხაზავას

0

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი, ლელა ქინქლაძე ლადო აფხაზავას პოსტს ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით ასე გამოეხმაურა:
,,ყაბალახი არ დაკარგო! ორი წიგნი არ აქვს წაკითხული, დატრენინგებული ენჯოშნიკია, ე, იმ ტრენინგებით რაც ისწავლა, აკეთებს! 2 წიგნი არ ექნება წაკითხული, შეამოწმეთ მაგის ინტელექტი! ასეთებს სპეციალურად ზრდიან, ბევრი გამოჩნდება, ბევრი ლადოიე ბავშვების ტვინების გამოსარეცხად! ლადოიე, ყაბალახი არ დაკარგო, ცოცხი ისედაც ქე გაქ!”.
ლადო აფხაზავამ თავისი კოლეგის ამ შეურაცხმყოფელ პოსტს ფეისბუქით ასე უპასუხა:

,,გამარჯობა, ლელა მასწავლებელო. ღმერთმა დამიფაროს, შეურაცხყოფა მივაყენო იმ მასწავლებელს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ლადოიე (როგორც თქვენ მომმართავთ), რას განიცდიდა იმ დროს, როცა თქვენ წერილს კითხულობდა, ალბათ ვერასდროს გაიგებთ. ისედაც იცით, მაგრამ გავიმეორებ: კომპეტენცია არის ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები, რომლებიც შემდეგ ქმედით ცოდნაში გადადის და ადამიანები ამ ყველაფერს ცხოვრებაში ავლენენ.

ძალიან კარგია, როცა მასწავლებელი ცვლის საკუთარ თავს და შემდეგ ცვლის მოსწავლეთა ცხოვრებას, თუმცა გააჩნია, ქმედით ცოდნაში რა გადაიტანა. თქვენ, მართლაც, გამოგივიდათ ადამიანის აგდება, შეურაცხყოფის მიყენება, აუგად მოხსენიება.

მინდა, გთხოვოთ, რომ არასოდეს დაწყვიტოთ გული ადამიანებს და შეიყვაროთ ისიც, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. პატივი ეცით მასწავლებლის პროფესიას, რომელიც სულაც არ ნიშნავს, კოლეგას ტალახი ესროლო.

რაც შეეხება ყაბალახს, ძალიან ბევრი მაქვს და თუ დამეკარგება, მეორეს შემოვიხვევ, მთავარია, ადამიანობა არ დავკარგოთ, რომლის ქმედით ცოდნაში გადატანა კომპეტენტურ მასწავლებელს ნამდვილად მოეთხოვება”.

წყარო:sarkenews

Share.