“ლადო წყალში მდგარა და სკუტერი…ჯერ ბიძა და ახლა ეს ტრაგედია” – ნახეთ სინამდვილეში რა გადხა 22 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი

0

შეკვეთილში ტრაგიკულად გარდაცვლილი ლადო გოგუას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ დეტალები გაარკვია.
ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაზე დასასვენებლად იმყოფებოდა.
„ღმერთო, ჯერ კიდევ ამ ბიჭის ბიძა, ისიც ლადო გოგუა არ მოგვინელებია და ახლა ეს ტრაგედია კიდევ…
როგორც გავიგეთ, სკუტერი ამოყავდათ ზღვიდან ტროსით, ეს ლადო კი წყალში მდგარა და ტროსიდან დენმა დაარტყაო“, – ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.

„როგორ გამიხეთქე გული შე უნამუსო ბავშვო! ჩაგლიჯე და დააცარიელე გული.ღმერთო რა უსამართლოა სამყარო… გული გამისკდა“,- წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.
ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას თქმით, უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, ცხედარს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა.
გარდაცვლილ ახალგაზრდას თბილისში დაკრძალავენ.

Share.