“საქართველოში ვირუსის კი არა, ხალხის აფეთქებას ვხედავ და გეტყვით, რა იქნება მიზეზი…” – ლელა კაკულიას მოულოდნელი წინასწარმეტყველება

0

ლელა კაკულია, რომელიც თავის წინასწარმეტყველებებს პერიოდულად სოციალურ ქსელსა და ჟურნალში აქვეყნებს, “დაიჯესტთან” საუბრობს:
„დაიჯესტის“ კითხვაზე: როდიდან აღარ იქნება პირბადის ტარება სავალდებულო? – კაკულია პასუხობს, რომ ადამიანები ნიღაბს თვითნებურად მოიხსნიან.

loading...

„პირბადეების ტარება სავალდებულო გახადეს არა მარტო ჩვენში, არამედ მთელ მსოფლიოში: პირბადეები ვერანაირ ვირუსს ვერ შეაჩერებს. ამასთან დაკავშირებით ხალხში პროტესტი თანდათანობით იზრდება. ვხედავ, ლამის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე არ აქვთ ისეთი მძაფრი რეაქცია, როგორიც ამ ნიღბებზე. ამიტომ მეტი სიფრთხილე მართებს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებითაც.

ჩვენს ქვეყანაში ვირუსის აფეთქებას არა, მაგრამ ხალხის აფეთქებას კი ვხედავ ამ არაფრის მომტანი პირბადეების სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით. ის წესები, რომლებიც სამედიცინო ნიღბების ტარებასთან დაკავშირებითაა დადგენილი, არასწორია და ასე არ უნდა იყოს. ჰოდა, არც იქნება. ხალხი მოიხსნის ამ პირბადეებს — აი ნახავთ!“

digest.pia

loading...

Share.