“ლოგინში ჩაიფსა და მაგიტო დავარტყი, თავს გაგიტეხავ რატო არ თქვი..” – ნახეთ კადრები სადაც დედა მცირეწლოვანს შვილს გამეტებით ურტყავს(ვიდეო)

0

ბავშვზე ძალადობის ფაქტი შიდა ქართლში – “კურიერს” მძიმე ვიდეოკადრები ოჯახის ახლობელმა მიაწოდა და დახმარება ითხოვა. მცირეწლოვან ბავშვზე ფიზიკურად დედა ძალადობს და სცემს. დედა ცემის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ამას ხშირი სახე არ აქვს. “ღამე მოვიდნენ პირველ საათზე, თქვენ ბრალი გედებათ ბავშვზე ძალადობაშიო. ალყა ისე შემომარტყეს, გეგონება მკვლელი არისო და არსად გაიქცესო. ლოგინში ჩაიფსა და მაგიტომ დავარტყი, ყოველდღე არ ვცემ, სხვა დროს მე ჩემი შვილები არ მიცემია. მითხრეს დროებით უნდა გადავიყვანოთ ბავშვებიო. მე და ჩემს მეუღლეს დავა გვაქვს სასამართლოში, მეზობლები მეუბნებოდნენ, დადისო და ქრთამს სთავაზობს ხალხს, ან ვიდეო გადაგიღონ, ან

loading...

რამეში გამოგიჭიროსო, რომ ბავშვები წაგართვასო,”- აცხადებს დედა. ფაქტთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია სოციალური სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მცირეწლოვანი სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა, საქმეზე კი გამოძიება მიმდინარეობს. სასამართლო პროცესი საქმესთან დაკავშირებით დღეს დაინიშნა. წყარო:ambavi.club

ვიდეო:

loading...
Share.