“მალე ფარდა იმაზე დიდ საძაგლობას აეხდება, ვიდრე მე აქამდე მეგონა…” – რა ამბობს ლალი მოროშკინა ინფექციონისტებზე

0

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა შემდეგი სახის მოსაზრებას აქვეყნებს:
“აი, დავაკვირდი! – გამოვა გახარია, დაგვაწყნარებს, იმედს ჩაგვისახავს, ადამიანურ სახეს დაგვიბრუნებს და ზუსტად 15 წუთში გამოვა რომელიმე ინფექციონისტი და რადიკალურად საპირისპიროს დააბრეხვებს!
რას ჰქვია კონდიციონერი არ ჩართოთო? ანუ 40 გრადუსში გულები და სისხლძარღვები დავიხეთქოთ? ტურისტს რა ვუთხრათ?

loading...

მოხარშულხართ და ტყავიც გაგიძვრიათ-თქო? ეს რა მავნებლობაა? უჩალიჩებთ პრემიერს? მე მგონი მალე ფარდა იმაზე დიდ საძაგლობას და ავანტიურას აეხდება, ვიდრე მე აქამდე მეგონა”, – წერს ლალი მოროშკინა.

loading...

Share.