მამაკაცმა თავი მოიკლა, სიკვდილის წინ კი თავის ემიგრანტ ცოლს წერილი დაუტოვა – ნახეთ რა ეწერა წერილში

0

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, საკუთარ Facebook გვერდზე, ერთ-ერთმა ემიგრანტმა ძალიან სევდიანი და ტრაგიკული ისტორია გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა…სიკვდილის წინ ემიგრანტ მეუღლეს წერილი დაუტოვა სადაც წერს: …ძვირფასო ელენე…ვერ წარმოიდგენ რა ცუდად ვგრძნობ თავს…ალბათ შეძლებ და მაპატიებ ჩემს სისუსტეს…მაპატიებ ჩემს ლაჩრობას…
მაპატიებ რომ ვერ გამოვდექი, ვერც კარგ მეუღლედ და ვერც კარგ მამად…მაპატიე რომ წლებია გაცხოვრებ ოჯახისგან შორს…ვერაფერს გავხვდი მე და ვერ შევძელი რომ ეს არ დამეშვა…ვერ ავუღე ალღო ცხოვრების უსამართლობას და უსამართლოდ დაგაყენე ემიგრაციის გზაზე…

loading...

ვერ ვივარგე ვერ გაგიმართლე ჩემო ქალღმერთო…შენ კი მთელი ცხოვრება მედექი გვერდით მთელი ძალითა და ღონით და ყველაფერზე იყავი წამსვლელი რომ არ დავთრგუნულიყავი, ცხოვრებას რომ არ შევშინებოდი…შენ ხარ ადამიანი რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას ჩემს ცხოვრებაში..თუმცაღა შენი შორს ყოფნა ამას ვერ ადასტურებს.სულით ხორცამდე მიყვარხარ და მეამაყები…სამაგალითო ქალი და დედა ხარ…უბადლო სუფთა გულწრფელი და ალალ მართალი დაუღალავი და მებრძოლი…

დღეს ჩვენი შვილის დაბადების დღეა სტუმრები გვყავდა მეგობრებით აივსო სახლი…თავიდან ხალისობდნენ ბოლოს სკაიპით რომ გესაუბრა გახსოვს?ორთავე ტიროდით მონატრებისგან გამოწვეული ცრემლით…მე თითქოს ძარღვებში სისხლი გამეყინა…მერე ვცადე დამემშვიდებინა…მაგრამ მტრის თვალები აენთო ჩვენს შვილს მითხრა..-არ მომეკარო…ლაჩარი ხარ…არაკაცი…ვერ ხვდები რომ ეს ცრემლებიც შენი ბრალია?ვერ ხვდები რომ შენი უნიათობის ბრალია დედას ჩემსგან შორს ყოფნაო?…ხმა ვერ ამოვიღე…გავეცალე და ჩემს ოთახში შვედი…აბსოლიტურად მართალი იყო…100 პროცენტით დავეტანხმე მის ბრალდებას რომელიც მწარე რეალობა იყო…ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ ნამდვილი არაკაცი ვარ…ლაჩარი…რომელმაც გაგიმეტა შვილს დაგაშორა…სიყვარული მოგაკლო და შორს გადაგხვეწა…მერე მივხვდი რომ უკვე 10 წელია რაც ჩემგან შორს ხარ…ვეღარ გესმის?ვეღარ ვპატიობ საკუთარ თავს…ამიტომ როდესაც ამ წერილს წაიკითხავ მე აღარ ვიქნები. უკანასკნელი თხოვნაა მაპატიო ჩემი სილაჩრე მაპატიე რომ სიცოცხლის გაგრძელებაც კი ვერ შევძელი შენთვის…მაპატიე რომ უნდა წავიდე და გაგეცალო…მე არ ვიმსახურებ შენს ამ თავგანწირვას…მე როგორც ლაჩარი ლაჩრულადვე დაგტოვებ რადგან გლოვის ღირსადაც არ ჩამთვალოთ…მე იქ დაგელოდები ასი წლის შემდეგ ვინ იცის იქნებ იქ მე შევძლო შენი დაფასება და მოვლა ისე როგორც შეგეფერება…გახსოვდეს შენ ნამდვილი გმირი ხარ ანგელოზი ხარ რომელიც მე ვერ დავაფასე მე ვერ გავუფრთხილდი და შევეცადე შენი ფრთები დამეფლითა.გაშალე ფრთები …და ბოლოს უკვე 10 წელია აღარ მითქვამს შენთვის რომ ძალიან ძალიან ძალიან მიყვარხარ… შენი უღირსი მეუღლე…”

loading...

Share.