“მამაჩემი ჯანმრთელი იყო, უგონებენ, სიცხიანი ატარეს ბანკში კარანტინიდან…” – სკანდალი, ნახეთ სინამდვილეში რა მოხდა და რატომ გარდაიცვალა მე-14 პაციენტი ვირუსით

0

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-14 პაციენტი 65 წლის მამაკაცი იყო.
იგი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მამაკაცის დაავადების სიმძიმე განმარტა და აღნიშნა, რომ პაციენტი, რომელის 66 წლის იყო, 4 აპრილს, მათთან სეფსისი ცენტრიდან გადაიყვანეს. რატიანის განმარტებით, მამაკაცს ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

loading...

სეფსისის ცენტრიდან იყო, იქ მკურნალობდა დაახლოებით 4-5 დღე „კოვიდით“ – ლევან რატიანი მე-14 გარდაცვლილზე

სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა ოჯახის ახლობელმა.

ის „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული არასასიამოვნო და არაზუსტი ინფორმაციის შემდეგ გადაწყვიტა ოჯახი დაეცვა და საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა.

გარდაცვლილი მე-14 პაციენტის შვილი აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს მამამისს სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„არასწორად გავრცელდა მისი ასაკი. 2 ოქტომბერს შეუსრულდებოდა 66 წელი. არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია. ძალიან ჯანმრთელი და ენერგიული ადამიანი იყო. ბევრ ჩემ თანატოლს ჯობნიდა.

უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა და ეს პირველი შემთხვევა არ იყო, რომ სიცხიანს ამუშავებდნენ.

წლობით არ უშვებდნენ კუთვნილ შვებულებაში. შაბათ-კვირასაც ამუშავებდნენ. გამოაცალეს ყველანაირი რესურსი. 4-5 დღე იყო სიცხიანი. ჩვენ ასე გვითხრა, თუმცა როგორც თანამშრომლები ამბობენ, მანამდეც დაბალი სიცხე აღენიშნებოდა.

ვითომ კარანტინში იყო ბანკიდან…არადა, უფიქსირდებოდა სიცხე და მაინც მოდიო ეუბნებოდნენ. ჩვენ ვერ ვხედავდით, რომ ცუდად იყო. დაახლოებით, 12 კაცი იყვნენ თუ მეტი ერთად არ ვიცი. რა თქმა უნდა, ყველას დაუდგინდა ვირუსი.

თერმომტრიც არ ჰქონდათ და მერე დედაჩემმა გაუგზავნა, ის კი არა საჭმელზეც თითონ გადიოდნენ მაღაზიებში.

რანაირი კარანტინი თუ იზოლაცია იყო არ ვიცი. რა პროტოკოლს აკმაყოფილებდა. გარდა ამისა, სახლში, სადაც ცხოვრობდა ამდენი ხალხი ერთად, 2-2 კაცს ერთ ლოგინში ეძინათ, გათბობა არ ქონდათ. ცხელი წყალიც კი ცუდად მოდიოდა.

კარანტინი კი არა იმნაძემ კოლექტიური თვითიზოლაცია უწოდა. დილით სამსახურში მიდიოდნენ უბრალოდ, საღამოს სახლის ნაცვლად ამ სახლში ბრუნდებოდნენ.

მე და დედაჩემს ხუთშაბათს გვითხრა, რომ სიცხე მაქვსო. ამ დროს უკვე ცუდად გრძნობდა თავს.

ჰოსპიტალიზაცია მოხდა ორშაბათს, მე-5 დღეს, თუმცა სიმპტომები მანამდეც ჰქონია, უბრალოდ გაციება ეგონა, და არ მიაქცია ყურადღება.

ბოჭორიშვილში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, მაგრამ დამატებით იქაც დაუმძიმდათ, რადგან რეანიმაცია არ ჰქონდათ. როცა რატიანთან გადაიყვანეს უკვე კრიტიკულად იყო და შემდეგ უკვე იცით, რატიანმა რაც ჩამოთვალა, რამდენი გართულება ჰქონდა.

ბოჭორიშვილის ბრალია თუ გვიან ჰოსპიტალიზაციის არ ვიცი…ფაქტია, მთელს ეროვნულ ბანკს აღმოაჩნდა კორონავირუსი.

მენეჯმენტის უპასუხისმგებლობის ბრალია, პირველ რიგში უშუალოდ ხელმძღვანელის. როგორც ექიმები ამბობენ, ყველაზე მძიმედ სწორედ ამ კლასტერიდან იყვნენ.

სანამ ბოჭორიშვილში იყო თითქმის არ გვეკონტაქტებოდა ,ისე ცუდად იყო დღეში ერთხელ ძალიან მოკლე პასუხებით გვწერდა. რატიანთან რომ გადაიყვანეს კომუნიკაცია აღარ გვქონია, გონზე აღარ იყო.

და კიდევ ამ ხალხს ჰგონია, რომ ეს ვირუსი ჯანმრთელ ხალხს არ კლავს. უგონებენ მამაჩემს, რომ სხვა რაღაცეებიც სჭირდა”- ამბობს გარდაცვლილი პაციენტის შვილი “ფორტუნასთან” საუბარში.
წყარო:ფორტუნა

loading...

Share.