“მაღალჩინოსან ქმართან ერთად არასდროს არ ჩნდება…” – ნახეთ ვინ არის ეკა კახიანის მაღალჩინოსანი ქმარი, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს

0

ცნობილი მომღერალი და მსახიობი ეკა კახიანი სამი შვილის დედაა. მათგან მომღერალი ნინი ბადურაშვილი ეკას რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისგან შეეძინა, მეორე ქმართან ერთად კი ეკა თითქმის არასდროს ჩნდება საზოგადოებაში.
მსახიობ იმედო კახიანის ოჯახის მიმართ საზოგადოებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ამას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ოჯახის თითქმის ყველა წევრი პოპულარულია. საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის მიუხედავად, იმედო კახიანის ქალიშვილი, მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანი წლებია პირადი ცხოვრების დეტალების გასაიდუმლოებას წარმატებით ახერხებს.

ნიკო თოფურიძეს და ეკა კახიანს ორი უმშვენიერესი ქალიშვილი – ქეთო და ანასტასია ჰყავთ. წყვილს ორი საერთო შვილიშვილიც ჰყავს, რომელთაგან უფროსს იმედო კახიანის გარდაცვლილი ვაჟის ლადოს სახელი ჰქვია.

ნიკო თოფურიძეზე აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ის ბიზნესმენია, თუმცა უცნობია რა ბიზნესს ფლობს. რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა, თუმცა ამაზე კომენტარი ეკა კახიანს არასდროს გაუკეთებია. როგორც ჩანს, ხმები მათი დაშორების შესახებ მხოლოდ ჭორი იყო და წყვილს ულამაზესი ოჯახი აქვს.

წყარო: ambavi.club

Share.