“მეგი ბაქრაძის დედის პირველი კომენტარი ექიმის სკანდალური ჩვენების შემდეგ..”

0

ახალციხეში აცრის შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის საქმე ისევ ბუნდოვანია. ალაპარაკდა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე – ექიმი, რომელსაც კლინიკამ, მისი მტკიცებით, ტყუილი ათქმევინა.
როგორც ირკვევა, ცუდად გახდომის შემდეგ მეგი ბაქრაძეს საჭირო დახმარება არ აღმოუჩინეს, ექიმს არ გაუკეთებია ადრენალინი, ტყუილი ჩაიწერა პაციენტის ისტორიასა და ფორმა 100–შიც. ექიმი კი ყველაფერში კლინიკის მენეჯმენტს ადანაშაულებს. ამის შესახებ მედიკოსმა ვიოლეტა ინასარიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.ამის შესახებ “პრაიმტაიმი” გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის დედას, ირმა ტეფნაძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ გამოძიების იმედი აქვს და სჯერა, რომ სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს.

“იმედი მქონდა, რომ სიმართლე გამოაშკარავდებოდა, მაგრამ არ ველოდი, რომ ვიოლეტა ასე ნაძირლურად მოიქცეოდა და თავიდან ამ სიმართლეს დამალავდა. მართალია, ახლა ალაპარაკდა, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია: ვიოლეტას ტყუილის თქმის გარკვეული ინტერესი ჰქონდა, თუმცა როცა მიხვდა, რომ მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა დადგებოდა, თავის გადასარჩენად ჩვენება შეცვალა და სიმართლე თქვა, ესაა ჩემი ვერსია.

დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. შესაძლოა, გამოძიება იქამდეც მივიდეს, რომ მეგიმდე ათობით ადამიანის ვაქცინაცია მოხდა, ტყუილი აღმოჩნდეს. ჩვენ ვიცით, რომ ჩემი შვილი პირველი აიცრა. ასევე ტყუილია, რომ მეგის ემოციური ფონი ჰქონდა, ის უმშვიდესი ადამიანი გახლდათ.

ერთგვარი შევბაა, ყველამ გაიგოს, სინამდვილეში რა მოხდა – ჩემთვისაც კი მოუწერიათ, რომ მეგიმ აბორტი არ გაიკეთაო? ვეუბნები არა-მეთქი, მაგრამ ეს ჭორი მაინც დადის.

მე არ ვამბობ, რომ შვილი ძალით მომიკლეს, მათ შეცდომა უვიცობით და გამოუცდელობით დაუშვეს, რომელსაც მეგის სიცოცხლე შეეწირა.

– რა არის ოჯახის მოთხოვნა?

– მე მხოლოდ სიმართლის გამოაშკარავება მინდა. ვინმე რომ დააპატიმრონ, შვილები მათაც ხომ ჰყავთ… მათი შვილებიც ხომ გამწარდებიან, პატარებმა რა დააშავეს?! სამართლიანობის აღდგენას კი იმიტომ ვითხოვ, რომ სხვამ შეცდომა აღარ დაუშვას, სხვა დედას შვილი აღარ მოუკვდეს დაუდევრობით და პატარები არ დაობლდნენ. ერთხელ ვიოლეტას facebook გვერდზე შევედი – შვილთან ერთად ჩახუტებულს ფოტო დაედო… ჩემი შვილი რომ ცოცხალი იყოს, ისიც ხომ ჩაეხუტებოდა თავის შვილებს?!
წყარო:daqali.club

Share.