“მეგობრული ურთიერთობა ფარულ სიყვარულში გადაიზარდა?” – ჯულიანას და ოთო ფოლადაშვილს ფარული რომანი აქვთ?

0

ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის ვარსკვლავური წყვილის ამბებს წლებია განიხილავენ. შეუდარებელი მოცეკვავეები კი „დუმილის უფლებას იყენებენ“.
ოთომ და ჯულიანამ პოპულარობა დიდი პროფესიონალიზმის, ულევი ენერგიისა და შარმის ხარჯზე მოიხვეჭეს. საზოგადოებამ მათი ცეკვა უფრო და უფრო შეიყვარა, რადგან ყოველი ახალი გამოსვლა ერთ დიდ ზეიმს ჰგავს. გარდა იმისა, რომ ცეკვაში ერთმანეთს ავსებენ, ახლა სასიყვარულო რომანზეც ალაპარაკდნენ.
უკვე რამდენიმე წელია ერთად ცეკვავენ, სხვადასხვა შეჯიბრებასა თუ კონკურსზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ. არაერთი კარიერული წარმატება ერთობლივად აქვთ მოპოვებული. ოთოს და ჯულიანას გრაფიკი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დასრულების შემდეგაც არ უმსუბუქდებათ.

მიუხედავად ამისა, ახლო მეგობრები თუ შეყვარებულები დასვენებას ერთად ახერხებენ. საკმაოდ რომანტიკულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და უამრავ კითხვას იწვევენ. მათ ფარულ ვნებებზე ჭორები ვრცელდება. გარდა იმისა, რომ საკმაოდ გულახდილ ფოტოებს აქვეყნებენ, ახლა უკვე ბიზნეს-პარტნიორებიც არიან.

ახალი საქმე ერთად წამოიწყეს და საკუთარი საცეკვაო სტუდია გახსნეს. ცეკვიდან ბიზნესში გადაინაცვლეს. ახალ თაობას ერთად ზრდიან და წვრთნიან. საცეკვაო სტუდიას სახელიც შესაფერისი შეურჩიეს – OTo&Juliana PrOJect. პირად ცხოვრებაზე არც ერთი ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა ფოტოებით, გულშემატკივრებისა და მეგობრების კომენტარებიდან ნათელია, რომ ისინი ერთად არიან.

რამდენიმე თვის წინ ოთომ ჯულიანას დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა. მშვენიერ მოცეკვავეს ეს სიტყვები მიუძღვნა: “ჩემი უსაყვარლესი გოგოს დღეა! გილოცავ, მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ და აუცილებლად სულ ბედნიერი უნდა იყო“. ფაქტია, ოთო და ჯულიანა ერთმანეთს ბედნიერებას ანიჭებენ. მართალია, ყვითელ პრესას და ჟურნალისტებს თავს არიდებენ და დაწყებულ ურთიერთობას არ ამხელენ, მაგრამ ძალიან მიმზიდველად გამოიყურებიან.

Share.