“მეორე დღეა უკვე საწოლში მიცვალებულია და ახლოს არ გვიშვებენ..” – ნახეთ აბავი რომელმაც მთელი საქართველო გააოგნა

0

ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცი გარდაიცვალა, ის ორი დღეა სახლშია დასვენებული და ოჯახის წევრებს მასთან მიკარება ეკრძალებათ. გარდაცვლილი 70 წლის რეზო ტარიელაძეა. ის კოვიდით 26 დეკემბერს დაინფიცირდა ბათუმში, სამასკაციან ქორწილში თამადობის შემდეგ. ექიმის რეკომენდაციით, მკურნალობა დაიწყო, მაგრამ გუშინ, ღამის საათებში ცუდად გახდა. სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ მის მოსვლამდე მამაკაცი გარდაიცვლა.

უჩვეულო სიტუაცია ამის შემდეგ შეიქმნა. სასწრაფოს ბრიგადამ ოჯახს მიცვალებულთან მიახლოება აუკრძალა და ოთახი ჩააკეტინა. მიცვალებულის ოჯახი გაურკვეველ მდგომარეობაშია და არ იცის, როგორ მოიქცეს. პოლიცია ახლობლებს გარდაცვლილთან მიახლოებას, შესაბამისი სამსახურების მისვლამდე უკრძალავს. შესაბამისი სამსახურები კი ოჯახში არ მისულან, რის გამოც უკვე მეორე დღეა, მიცვალებული გამოკეტილ ოთახშია დასვენებული.

„მეორე დღეა, მიცვალებული საწოლშია და ახლოს არ გვიშვებენ, ყველას მივმართეთ, დავრეკეთ ჯანდაცვაში, სასწრაფოში, პოლიციაში. პოლიცია აქეთ გვეკითხება, რითი უნდა დაგეხმაროთო. ყურადღებას არავინ გვაქცევს. ყველგან ერთი პასუხია – თქვენს მიცვალებულს თავად მიხედეთო. გვითხრან, როგორ მოვიქცეთ და არავის დახმარება გვინდა“, – ამბობს მზია თოდრია ,,გურიის მოამბესთან”.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მერიიდან ურჩიეს სპეციალური ცელოფანი მოეძიებინათ და მიცვალებულისთვის თავად მიეხედათ.

„კოვიდით გარდაიცვალა, ოჯახს მიცვლებულთან არ უშვებენ, აქ არავინ მოდის, მძიმე მდგომარეობაშია ოჯახი. მერიაში გვითხრეს, სპეციალური ცელოფანი მოიძიეთ და თავად მიხედეთო“, – ამბობს ბადრი კილაძე.
წყარო:niustv.com

Share.