“მეტირება როდესაც ვფიქრობ მის განცდებზე…” – ნახეთ სანდრა რულოვსმა რამდენიმე წუთის წინ ემოციური წერილი გამოაქვეყნა

0

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
”ხვალ ჩემი დედამთილის, გიული ალასანიას დაბადების დღეა. მეტირება როდესაც ვფიქრობ მის განცდებზე: ერთადერთი შვილი უდანაშაულოდ ზის ციხეში და ელემენტარული უფლებებისთვის იბრძვის: სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება!

ხვალ ასევე ჩვენი ოჯახის დიდი მეგობრის, გელა ჩარკვიანის დაკრძალვაზე მისვლას აპირებს, რაც ასევე უმძიმეს გულისტკივილს წარმოადგენს.

გიული უძლიერესი ქალია და ძალიან ბევრი რამ ძალიან ღირსეულად გადაიტანა. ამ ბოლო დროს ის მე მაწყნარებს როცა მიჭირს: შენც ჩემი შვილი ხარ, სანდრა, გაძლიერდი!

გილოცავ გიული, სულით და გულით! მიშას გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში შენი დაბადების დღის საჩუქარი ყოფილიყოს!” – წერს სანდრა.

Share.