მეტროს გახსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რატომ ვიტყუებთ თავს – ნახეთ რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

0

გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ვირუსთან მინიმუმ 2023 წლამდე მოგვიწევს ცხოვრება, ამიტომ ყველა სექტორი უნდა გაიხსნას, ოღონდ მკაცრი რეგულაციების დაცვით.
მისი თქმით, ყველა სექტორმა უნდა დაიცვას 3 მინიმალური მოთხოვნა: სამედიცინო პირბადე უნდა გამოიყენონ ყველგან, 2–მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული და ხელების დაბანა–ტუალეტების მოწესრიგება ყველგან უნდა მოხდეს.

loading...

“მაღაზია, კი ბატონო, გახსენი, მაგრამ თქვი, რომ 5 კვადრატულ მეტრში შემოვიდეს ერთი მომხმარებელი, აუცილებლად პირბადეებიც უნდა ჰქონდეთ, აუცილებლად უნდა იყოს ხელების დასაბანი ადგილი, კიბატონო. ყველა სექტორი შეიძლება გაიხსნას, მაგრამ ეს 3 პრინციპი უნდა იყოს 100%–იანი და დამატებით, ვენტილაცია. მაგალითად, სკოლებში, ეს არის მინიმუმზე მინიმუმი.

მეტროს გახსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მეტრო აშენდა 60–იან წლებში, იქ ვენტილაციის პრობლემა ისეთია, იქ ერთი ადამიანი თუ იქნება ინფიცირებული, ყველა იქნება ინფიცირებული, რატომ ვიტყუებთ თავს. ავტობუსში მაგალითად დამატებითი რეგულაციები, თუ არის ავტობუსი 80 კაცზე გათვალისშინებული, იქ შეიძლება შევიდეს 20 კაცი, 30 კაცი. აუცილებელია პირბადე და ფანჯრები უნდა იყოს ღია და ხალხმა არ უნდა ილაპარაკონ”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

loading...
Share.