,,მეუღლე შეიყვანეს გარდაცვლილის ამოსაცნობად და რომ გამოვიდა მითხრა..” – ნახეთ დედის სულისშემძვრელი ამბავი შატილში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

0

დე, გეხვეწები, დილით 4-ის ნახევარზე გამაღვიძე, არ დავრჩე წაუსვლელი, – ეს სიტყვები შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულმა 26 წლის ნიკოლოზ ყაჭიურმა დედას ტურზე წასვლის წინ უთხრა.
როგორც მზია ყაჭიური იხსენებს, ნიკოლოზს შატილში წასვლა ძალიან უნდოდა.
,,უნდა წავიდე აუცილებლად შატილში, იქნებ ჩემი გვარის წარმომავლობა გავიგო, ვინმე, წინაპარი ვნახოო. ღამე შემოვიდა ჩემ ოთახში და მითხრა: დე, გეხვეწები, დილით 4-ის ნახევარზე გამაღვიძე, არ დაგავიწყდეს, არ დავრჩე წაუსვლელიო, რამდენჯერმე მითხრა”, – ყვება დაღუპული ბიჭის დედა.
მისივე თქმით, ტრაგედიის შესახებ როცა გაიგო, ბოლომდე არ დაიჯერა, რომ შესაძლოა, სწორედ იმ

loading...

საბედისწერო ტრანსპორტში ყოფილიყო მისი შვილი.
,,იძახდნენ, რამდენიმე მარშუტკაა წასულიო – ვფიქრობდი, არ არსებობს, იმ მარშუტკაში არ იქნება-თქო. იმდენად ქოთქოთა იყო, სიცოცხლის სავსე, არ არსებობს იმ მარშუტკაში იყოს მეთქი. მეუღლე რომ შეიყვანეს ამოსაცნობად, ცოტა შიში კი შემეპარა, მაგრამ მაინც ბოლო წუთამდე არ ვიჯერებდი, გამოვიდა და მითხრა: ჩვენ ნიკოლოზს ტკბილად სძინავსო”, – იხსენებს დაღუპული ბიჭის დედა ,,ნანუკას შოუში”.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
წყარო:baxva.ge

loading...

Share.