”მეც მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად, მსოფლიომ უნიჭიერესი ადამაინი დაკარგა…” – ნახეთ სულისშემძვრელი წერილი სასტიკად მოკლულ 22 წლის ბიჭზე

0

გუშინ ვე­რა­ზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა დღეს დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლიას 8 ტყვია მოხ­ვდა.
როგორც ცნობილია, თავ­დამ­სხმე­ლი ბიჭს ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნას­თან ელო­დე­ბო­და, კორ­პუს­თან და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი სრო­ლით დას­რულ­და. მკვლელ­მა ბიჭს 9-ჯერ ეს­რო­ლა და ნი­კო­ლა­ძის ქუ­ჩი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ი­მა­ლა.

ფე­ის­ბუქზე ამ ამბით შეძრწუნებული მისი უფროსი მეგობრები ავრცელებენ პოსტებს:

ნინო ზამბახიძე:
“ნიკო 2019 წელს გავიცანი როცა ევროპული განათლება მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია feeds შექმნა. მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი ბოლოს მაინც სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებ-თქო. დღეს დილით გავიგე, რომ ჩემი ნიკო მოკლეს, 8 ტყვია დააცალეს! ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში, რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს”.

ხა­თუ­ნა მაღ­ლა­კე­ლი­ძე:

“1999 წელი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ი­ბა­და ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო…
გუ­შინ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ჩა­მი­ცხრი­ლეს ნიკო! ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი გო­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი იმე­დი… რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი ამას, იცი­ნო­და, – გა­ჩერ­დიო… 22 წლის ნიკო აღარ გვყავს… მარ­ტო ჩვენ არა, მსოფ­ლი­ომ და­კარ­გა უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი! გამ­თე­ნი­ი­სას გარ­და­იც­ვა­ლა 9 ტყვი­ით! რა გი­თხრათ, მე მკვდა­რი ვარ ნი­კოს­თან ერ­თად და არ ვიცი ამ დამ­პალ ქვე­ყა­ნას რო­გორ ვან­დო ჩემი შვი­ლის ცხოვ­რე­ბა!! ან თქვენ რო­გორ უნდა იყოთ მშვი­დად აქ, არ მეს­მის!!!”

Share.