„მე არა ვარ მოძალადე, ჟურნალისტებმა დამაბრალეს. მე ვარ ღარიბი, მშრომელი კაცი, ტრადიციებს არავის წავაბილწვინებ” – ნახეთ რა თქვა ლაშქარავას საქმეზე დაკავებულმა დავით კუტალაძემ

0

მე არ ვარ მოძალადე, ვარ ქართველი ვაჟკაცი, – განაცხადა ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულმა დავით კუტალაძემ სასამართლოში, რომელმაც მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
„არაერთხელ გააჟღერეს, რომ მე ვარ მოძალადე და ჯგუფური ძალადობის შედეგად ვიძალადე ჟურნალისტებზე. ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ლგბტ წევრებმა ჩვენი დროშის ფონზე ჩვენს სამებას მიაყენეს შეურაცხყოფა.

loading...

12 დღით ადრე ჩამოვედით თბილისში. მათ სურდათ, რომ ჩვენნაირ ბიჭებზე დაერქვათ მოძალადეები. მე მოვუწოდებდი ჩვენს მეგობრებს, რომ არავინ შეხებოდათ მათ. ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შემოუშვეს ჟურნალისტები. მათ სურთ, რონ ჩემგან შექმნან, მოძალადე. მე უბანში სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი ახალგაზრდობისთვის, არ უნდა შემრცხვეს იმ მოხუცების, რომელთაც ჩვენი რელიგია მოგვიტანეს.

ჟურნალისტებმა დამაბრალეს. ის ადამიანი ღმერთმა გაანათლოს, ვინც გარდაიცვალა.

მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი. მე ვარ ქართველი გულანთებული კაცი, რომელიც ტრადიციების წაბილწვას არავის დააშვებინებს. მე ვარ ღარიბი, მაგრამ გულით მდიდარი კაცი. მე ვარ ქართველი არ ვარ მოძალადე, ჩემი ისტორია სუფთა.

მე ვარ მშრომელი კაცი, მე ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან ვარ, ღმერთმა დალოცოს ჩემი ქვეყანაა,” – განაცხადა კუტალაძემ.

loading...
Share.