“მე გიოს და ვარ..” – ნახეთ რას წერს სურამის ტყეში გაუჩინარებული 20 წლის ბიჭის და

0

სურამის ტყეში გაუჩინარებულ ბიჭს ჯერ კიდევ ეძებენ. 20 წლის გიორგი კობალაძემ ვიდეომიმართვები გამოაქვეყნა და მას შემდეგ გაუჩინარდა.”გიოს და ვარ მეგობრებო, მე ვარ შემოსული, ჯერ არ გვიპოვია გიო, ვეძებთ ყველა…” – წერს სურამში გაუჩინარებული 20 წლის ბიჭის და.შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები.

„თუ ამ ვიდეოს ნახულობთ, ანუ მე გარდაცვლილი ვარ… ჩემი სისულეებით ცხოვრება გავიფუჭე. განა ვინმე მოსაკლავად დამდევს. მე უეჭველი ვიცი, გადაცდომა გავაკეთე. ვერ მოვიქეცი ადამიანურად. როგორც მე შემეფერებოდა. თამაში დავიწყე. ფული დავხარჯე. ნახევარი ხელფასი ჩემებს მივეცი, ნახევარით ვითამაშე და წავაგე. გადასახადები ვერ გადავიხადე… ვიცი, ამ გადაცდომებით გავლოთდები. აღარავის შევუყვარდები. მირჩევნია დაგემშვიდობოთ. გული ნუ დაგწყდებათ. აქამდე ბედნიერი კაცი ვიყავი. აქ ვარ, სურამის რომელიღაცა ტყეში… ოღონდ მიპოვით მკვდარს.

მიხარია, რომ დედამიწაზე 20 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. ბედნიერება მქონდა. ხალხი გვერდში მედგა, ყველაფერი გავიფუჭე. ბევრი უაზრო რაღაცები გავაკეთე. ლოთობას გადავყევი, ვალები დავიდე. ბანკის ვალები ვეღარ გადავიხადე. დღეს ბოლო დღეა, აზრი არ აქვს. ვერაფერს მივაღწევ, ვერც ვიშოვი, ვერც გადავიხდი. ნუ იდარდებთ. არ ინერვიულოთ. დამმარხეთ ჩემი მშობლის გვერდით და იქ ვიქნებით, ან არ ვიცი, მიწაში ჩამაგდეთ,“ – ამბობს გიორგი კობალაძე.

Share.