“მე თქვენ ყველაფერში გეთანხმებით და მზად ვარ თქვენი დავალებები შევასრულო ბატონო გახარია” – ნახეთ ნიკა გვარამიას ემოციური მიმართვა (ვიდეო)

0

პრემიერ-მინისტრის საგანგებო ბრიფინგს და მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადებას, ნიკა გვარამია გამოეხმაურა და გახარიას მხარდაჭერას გამოუცხადა.
იგი აცხადებს, რომ მზადაა პრემიერს დაეხმაროს და ყველა დავალება შეასრულოს. გვარამიას თქმით, ეს არის ერთპარტიული ბრძოლა ვირუსთან.

loading...

“მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, მე ჩემი დასკვნები მაქვს. მე არავის ვუყურებ. მე მას ვეთანხმები ყველაფერში და მზად ვარ დავეხმარო. უბრალოდ ეს მზაობა არავის არ აინტერესებს. ეს ის შემთხვევაა, რომ ერთპარტიული ბრძოლა გვაქვს ვირუსთან. ჩვენ ყველანი მზად ვართ დაგეხმაროთ. მზად ვარ დავალებები შევასრულო ბატონო გახარია თქვენი, მეტი რა გითხრათ” – აცხადებს გვარამია.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად მარნეული და ბოლნისი ჩაკეტა და ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა…

loading...

Share.