“მე მასთან ერთად სცენაზე აღარ გამოვალ, აი რატომ..” – მსახიობი თამთა ინაშვილი ბესო ზანგურთან თეატრში აღარ ითამაშებს

0

მსახიობი თამთა ინაშვილი ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ სპექტაკლში მის ყოფილ ქმართან, ბესო ზანგურთან ერთად აღარ ითამაშებს.
“სოლიდარობა ჩემს ერთგულ, ნამდვილ, მართალ მეგობარს ნინუცა მაყაშვილს, მე შენ გვერდით ვარ!
ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას…
”სადღაც ცისარტყელას მიღმა” – არსებობს ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად, მე აღარ ვაპირებ,მასთან ერთად სცენაზე დგომას!!” – წერს თამთა ინაშვილი.გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა,

loading...

რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.
წყარო:geoambebi.com

loading...
Share.