„მე რომ ახლა ოპოზიცია ვიყო, აი რას ვიზამდი“ – ნახეთ ინგა გრიგოლია 5 პუნქტს აქვეყნებს

0

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მე რომ ვიყო ახლა ოპოზიცია,რას ვიზამდი -1) უარს ვიტყოდი ამ არჩევნებით მიღებულ ყველა მანდატზე. 2) პროტესტით დავროვებდი პარლამენტს. 3) პროტესტით დავტოვებდი ყველა საკრებულოს . 4) არ დავჯდებოდი არანაირ მოლაპარაკებაზე, სადაც არჩევნების მიმტაცებელი ხელისუფლება იჯდებოდა. 5) ან მივაღწევდი ცვლილებებს და გუშინდელი მოგებების აღიარებას ან სულ წავიდოდი პოლიტიკიდან. არასოდეს ვყოფილვარ რადიკალი, ვიყავი მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მომხრეც და ოპოზიციის პარლამენტში შესვლისაც, მაგრამ ახლა უკვე, გუშინდელი თავზე გადახეული მოგების შემდეგ, სხვა გზას,პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვეღარ ვხედავ. თუ არადა,უყურეთ ,,ოცნებას,, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.“

Share.