„მე ცოდვას სხვას ვერ ავკიდებ…” – ნახეთ რა თქვა ტრაგედიის ადგილას მისულმა გია შომახიამ, რომლის ცოლ-შვილიც ნგრევას ემსხვერპლა

0

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ტრაგედიის ადგილას, მივიდა გია შომახია, რომლის ცოლ-შვილიც ნგრევას ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილას, ამ დრომდე, ადგილობრივებთან ერთად, მიდიან ტურისტებიც და გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს უსამძიმრებენ.
როგორც გია შომახია აცხადებს, შემზარავი ტრაგედიიდან 2 წუთით ადრე, საცხოვრებელი კორპუსიდან გავიდა.

“მე გამოვედი და 2 წუთში მოხდა ეს საშინელება… უცნაური ბავშვი იყო, თავისი თვისებებით. უფრო კაცური, ასაკს უსწრებდა.

ვერაფერს ვერ ვიტყვი და უფლებაც არ მაქვს. სათანადო სამსახურები დაადგენენ ყველაფერს. მე ცოდვას სხვას ვერ ავკიდებ”, – აცხადებს გია შომახია

Share.