“მთელი დღეა ეს ღიმილიანი გოგო თვალწინ მიდგას, განვიცდი მისი შვილების უდედობას… მეორე ფოტოზე ქეთია, რომელიც 2 კვირის პატარას დააშორა კოვიდმა, მესამე ფოტოზე ინაა, მისი სუნთქვის გულშემატკივარიც ვიყავი… ეს რეალური ტრაგედიაა…”

0

“ეს არ არის ფოტოტრაგედია, ეს რეალური ტრაგედიაა.”-ამის შესახებ ნინო შადური სოციალურ ქსელში წერს და კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ ყვება.
მისი თქმით, ასეთი ტრაგედიები უკვე ათასობით გვაქვს.
შადური საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ბოკერიას კოვიდ ჰოსპიტალში, ისევე როგორც დანარჩენ კლინიკებში საგანგებო მდგომარეობაა.
“მთელი დღეა ეს ნათელი, ციმციმა, ღიმილიანი გოგო თვალწინ მიდგას, პერიოდულად ვსქროლავ ჩემს ფეისბუქ გვერდს და ვდარდობ მისი მეგობრების დარდით, ვგლოვობ მის დასრულებულ სიცოცხლეს, განვიცდი მისი შვილების უდედობას….

მეორე ფოტოზე ქეთია, ისიც ნინოსავით სულ პატარა , ორი კვირის გოგოს დააშორა კოვიდმა, ვერ მოასწრო თავისი შვილის გაცნობა, დედობით ტკბობა…

შემდეგ ფოტოზე ინაა, ჩვენი მეგობრის ოჯახის წევრი. მისი სუნთქვის გულშემატკივარიც ვიყავი, ეს უჯანმრთელესი ადამიანი ქრონოლოგიურად ვიცი როგორ დღითიდღე აიშვიათებდა სუნთქვას, ნელ-ნელა როგორ უახლოვდებოდა ამ სამყაროში, ამ სივრცეში სიცოცხლის დასასრულს….

ეს ფოტოები ტრაგედიაა….

მაგრამ ეს არ არის ფოტოტრაგედია, ეს რეალური ტრაგედიაა..

სამწუხაროდ ასეთი ტრაგედიები და ასეთი ფოტოდ დარჩენილი ფოტოები უკვე ათასობით გვაქვს.

ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა, დღეში 50, 53, 59 ….

Share.