”მთელი საქართველო ტირის! ასე ძაან რომ გიყვარდა, იმ გზამ როგორ გაგიმეტა!” – რას წერენ „ქართული ხმების“ წევრის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე მეგობრები

0

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა. ზურას დღეს არამარტო რაჭა, არამედ სრულიად საქართველო ტირის. რთულია, მოგესმინა მისი შესრულებული რაჭული სიმღერა და მონუსხული არ დარჩენილიყავი, მისი ნამღერი სიმღერის შემდეგ არ შეგყვარებოდა და მასთან კომუნიკაციის, მეგობრობის შემდეგ, მასზე კარგი შთაბეჭდილება არ დაგრჩენოდა.
ყველა, ვინც კი მას იცნობდა, იცოდა, როგორ უყვარდა მშობლიური მიწა-წყალი. ჰოდა, დღეს სწორედ მიწა-წყლის სიყვარულმა შეიწირა მისი სიცოცხლე. რაჭაში, სოფელ შქმერში, სადაც ზურა ხშირად ცხენით ადიოდა, დასრულდა მისი სიცოცხლე.

loading...

„გზა ჩავადა, ზურა ბაკურაძე, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა ხევში ჩავარდა, მძიმე ტრავმების გამო კი, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- ამბობს ონის მერი.

ზურას მეუღლე და შვილი დარჩა.

„ჩვენო ყველას მაგარო ძმაკაცო

არც კი ვიცი საერთოდ რა ვთქვა …..
გასკდა გული“, „ასე ძალიან რომ გიყვარდა, იმ გზამ როგორ გაგიმეტა…“- წერენ მეგობრები.

„ივნისის ბოლო ძალიან მძიმეა ჩვენი ოჯახისთვის, უკვე მეორე წელია, 24-ში ალეკოს წლისთავია და ახლა კიდევ უფრო დამძიმდა. ჩემო მეგობარო, უმაგრესო ადამიანო და ნიჭიერო, როგორი ტკივილი ხარ არ იცი! როგორ ჩაგლიჯე და ჩაიტანე გული და გაგვანადგურე!“- ზაალ წულუკიძე.

„ვააახ ბიჭო…..

არ მჯერა…..

სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანი, რომელიც ყველას გვიყვარს და გვეყვარება…“- ანდრია გველესიანი.

„ღმერთოოო ეს ფანტასტიკური ადამიანიიი (((( კარგი მეგობარი , კარგი ხელოვანი (((( თავის ქვეყანაზე და კუთხეზე უზომოდ შეყვარებული“,- ვკითხულობთ სოციალურ ქსელში ზურას პირად გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილებში.

loading...
Share.