“მთელი სოფელი გლოვობს, ორი შვილი დარჩა უდედოდ..” – ნახეთ რა ვითარებაში გარდაიცვალა 26 წლის დედა

0

მარტვილში, სოფელ ლეხაინდრავოში ტრაგიკულად გარდაცვლილი ქალი 26 წლის ნათია კუპრავაა.
იგი თურქეთიდან რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა, შვილები დედასთან ყავდა დატოვებული და ფინანსური პრობლემების მიუხედავად მათ მონატრებას ვერ გაუძლო.
„მთელი სოფელი გლოვობს ახალგაზრდა ქალს, ტრაგედიაა სოფლის. სარეცხს ფენდა და იქვე ღორი მოუახლოვდა. მან რკინის ჯოხით სცადა საქონლის მოგერიება, რა დროსაც სარეცხ თოკსა და ელექტროსადენს შორის მცირე იყო დაშორება და

loading...

სადენს მოხვდა რკინის ჯოხი, დენმა დაარტყა და ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა“,- ამბობს მეზობელი.შემთხვევა სოფელში ორი საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი ქალის ქმარსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობას საჭიროებს.

წყარო:geoambebi.com

loading...
Share.