მიეცით ხმა: უნდა დაინერგოს თუ არა საქართველოში 5G ტექნოლოგია, დააფიქსირეთ თქვენი აზრი

0

5G (ხუთი ჯი) – უსადენო კომუნიკაციის მეხუთე თაობის ტექნოლოგია, რომელიც მობილური კავშირისთვის გამოიყენება. 5G ტექნოლოგიის გამოსაყენებლად აუცილებელია ტექნოლოგიის მხარდამჭერი მოწყობილობის (მაგ. მობილური) ქონა. 5G სიხშირეები განსხვავებულია და მერყეობს 24 გჰც-დან 72 გჰც-მდე.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5G ინტერნეტი ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ამ თემაზე განმარტება გააკეთა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა. ორივე უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ COVID-19 ან სხვა ვირუსები 5G მობილური ქსელით არ ვრცელდება.

loading...

ამ საკითხს გამოეხმაურა ასევე გაერთიანებული სამეფოს მაუწყებლობის, ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო ინდუსტრიის მარეგულირებელი სააგენტო. მარეგულირებლის განცხადების თანახმად, „სიხშირის იმ დიაპაზონს, რომელში 5G მუშაობს, არ აქვს საკმარისი ენერგია იმისათვის, რათა ადამიანის სხეულის ქსოვილებთან კონტაქტისას მათში დაარღვიოს ქიმიური ბმები ან მოხდეს ელექტრონების ამოვარდნა.“

მიიღეთ მონაწილეობა ონლაინ გამოკითხვაში და დააფიქსირეთ თქვენი აზრი შეკითხვაზე – უნდა დაინერგოს თუ არა საქართველოში 5G ტექნოლოგია. გაუზიარეთ მეგობრებს:

loading...

Share.