“მისი თანდასწრებით იძალადა თან ორსულად ვიყავი..” – ნახეთ რა სულისშემძვრელი რამ მოყვა ნინუცა მაყაშვილმა ბესო ზანგურზე

0

მსა­ხი­ო­ბი ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი 19 წლის გა­თხოვ­და. ნი­ნუ­ცას პირ­ვე­ლი ქმა­რი თე­ატ­რის პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი იყო. წყვილს და­ო­ჯა­ხე­ბი­დან მალე ვაჟი შე­ე­ძი­ნა. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას აღ­ზრდა­ში ნი­ნუ­ცას დედა ეხ­მა­რე­ბა. ბესო ზან­გურს ამ­ჟა­მად მე­ო­თხე მე­უღ­ლე ჰყავს, ნი­ნუ­ცა მე­ო­რე იყო.
რო­გორც გა­ირ­კვა, ნი­ნუ­ცა მე­უღ­ლის­გან ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო, რა­საც თავი გაქ­ცე­ვით და­აღ­წია. 11 წლის შემ­დეგ, ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი ნი­ნუ­ცამ “ფა­რულ კონ­ვერ­ტში” გა­იხ­სე­ნა:
“რთუ­ლი მო­სა­ყო­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­დე­საც ამ­დე­ნი ხანი ჩუ­მად ხარ. ისე­დაც

loading...

ამ­დე­ნი დო­ზით არის ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა. არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ერთ-ერთი გავ­ხდე­ბო­დი, ვი­საც ასე­თი ცხოვ­რე­ბა მო­უ­წევ­და. თუმ­ცა არც ისე­თი ვარ­დის­ფე­რი სამ­ყა­რო იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გო­რიც მე­გო­ნა. პირ­ვე­ლად რა მი­ზე­ზით აღ­მარ­თა ხელი, ეს არ მახ­სოვს, მაგ­რამ მახ­სოვს, ძა­ლი­ან შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წინ და მე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად… მცე­მა ძა­ლი­ან. ამ ყვე­ლა­ფერს მოს­დევ­და კო­რი­ან­ტე­ლი ბო­დი­შე­ბის და სა­ჩუქ­რე­ბის, რო­მე­ლიც მე აღარ მჭირ­დე­ბო­და.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად ხდე­ბო­და. მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ის, რომ ჭა­მის შემ­დეგ თეფ­ში და ჩან­გა­ლი თა­ვის დრო­ზე არ გა­მე­რე­ცხა, ან შუქ­ნი­შან­ზე გა­ჩე­რე­ბი­სას მო­წყე­ნი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ან თუნ­დაც მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი­ყო, ქუ­ჩა­ში უბ­რა­ლოდ და­ნა­ხუ­ლი ბიჭი.

მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლექ­სი აქვს და ამის კომ­პენ­სი­რე­ბას ცდი­ლობ­და ჩემ­თან, მარ­ტი­ვია სუს­ტი და­ჩაგ­რო. მე მა­შინ სუს­ტი ვი­ყა­ვი. რა­ტომ ვპა­ტი­ობ­დი? ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, იყო მუ­ქა­რე­ბი. ვერც ოჯა­ხის წევ­რებს ვუყ­ვე­ბო­დი. ყვე­ლა ელო­დე­ბო­და ჩემ­გან, რომ ვი­ტყო­დი, მიშ­ვე­ლეთ-თქო, მაგ­რამ მე ვერ ვამ­ბობ­დი. ბო­ლოს იყო, რომ ვთქვი, მიშ­ვე­ლე­თო.

ბოლო წვე­თი იყო, რო­დე­საც გას­ტრო­ლებ­ზე იყო, ღა­მის 4 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვი­და, ბე­ბი­ას­თან ვი­ყა­ვი ბავ­შვთან ერ­თად, ვთხო­ვე, რომ იქ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ უარი თქვა. წა­ვე­დით სახ­ლში და რომ და­ი­წყო ღა­მის 4 სა­ათ­ზე, არ გა­ჩერ­და დი­ლის 8 სა­ა­თამ­დე. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­შინ შე­მეძ­ლო, იყო, რომ ჩემი შვი­ლის სა­ხე­ლი მეთ­ქვა, რო­მე­ლიც გვერ­დზე ოთახ­ში ღნა­ო­და. მე ვი­ცო­დი, რომ ბავ­შვი უნდა წა­მეყ­ვა­ნა იქი­დან.

10 წუთი მქონ­და სახ­ლი­დან გა­მო­საქ­ცე­ვად. 6 ჩან­თა მო­ვი­კი­დე, მე­ა­თე სარ­თუ­ლი­დან ფე­ხით ჩა­მო­ვე­დი, გა­ვა­ჩე­რე ტაქ­სი და წა­მო­ვე­დი. ტე­ლე­ფონ­ზე რეკ­ვა რომ და­ი­წყო, ამა­კან­კა­ლა. შემ­დეგ მო­ვი­და სახ­ლშიც, თუმ­ცა უკვე დედა მედ­გა გვერ­დში”, – აღ­ნიშ­ნა ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა.
წყარო:geoambebi.com

loading...
Share.