“მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა და..” – ნახეთ იხსნება თუ არა რეალურად 16 იანვრიდან შეზღუდვები

0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს.
კითხვაზე, რომელიც 16 იანვრის შემდეგ გეგმის მიხედვით მოლების გახსნასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას შეეხებოდა, გამყრელიძე პასუხობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე გაანალიზდება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება.
„წინასწარ ვერაფერს გეტყვით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. 1 143 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, გუშინ გვქონდა ორიათასი, შემთხვევების ეს რაოდენობა ჩვენი ქვეყნისთვის არ გახლავთ ცოტა, ეს სერიოზული ციფრია, ჩვენ

loading...

ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვითდამშვიდებას, თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია და შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. არა – ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ ავჩქარდებით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. წყარო:bednierebis.club

loading...
Share.