”მიწიდან ამოგთხრი, ჯოჯოხეთს მოგანატრებ!!” – ბიძაშვილმა, რომელიც 16 წლის დაღუპულ გოგონას დედობას უწევდა პირველი კომენტარი გააკეთა

0

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა გუშინ საღამოთი. ახალგაზრდა გოგონა, 16 წლის ელენე ბაშარული ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა, გოგონა სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.
ელე­ნე ნაციონალური მოძრაობის წევ­რის მა­რი­ამ ბა­შა­რუ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია. როგორც გოგონას ახლობელი ამბობს ელენეს დედ-მამა არ ჰყავს და მას სწორედ მისი ბიძაშვილი მა­რი­ა­მი ზრდი­და. მათ შო­რის ასაკ­ში დიდი სხვა­ო­ბა არაა თუმცა ელენეს მარიამი დედობას უწევდა. (ელენე დედამ დაბადებისთანავე მიატოვა).

loading...

ელენეს გამზრდელმა მარიამმა ცოტახნის წინ სოც ქსელში დაწერა: ”მიწიდან ამოგთხრი, ჯოჯოხეთს მოგანატრებ !!” ამ პოსტის ადრესატი ის ადამიანია ვინც ელენეს მანქანით დაეჯახა და მიიმალა.

ცნობისთვის, გუ­შინ სა­ღა­მოს რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლი ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც მძღო­ლი ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. თვითმხილ­ვე­ლის თქმით, გო­გო­ნა ძაღლს ასე­ირ­ნებ­და და გზა­ზე გა­და­დი­ო­და, რა დრო­საც მას მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა.
16 წლის ელე­ნე ბა­შა­რუ­ლი სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შსს-მ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის მუხ­ლით და­ი­წყო (274-ეს მე-6). რო­გორც

გაირკვა, მძღო­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

loading...

Share.