“მიხეილ სააკაშვილის შესახებ ხშირად მეკითხებიან, ჩემი პასუხია…” – ნახეთ ლიზა იასკომ მიშაზე დიდხნიანი დუმილის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

0

ლიზა იას­კო დე­კემ­ბერ­ში უკ­რა­ი­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს. დე­პუ­ტა­ტი წერს, რომ არ უნდა აყ­ვეს ხალ­ხი პრო­ვო­კა­ცი­ებს:
”2022 წელს პირ­ვე­ლად გავ­დი­ვარ პირ­და­პირ ეთერ­ში. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ. ჩემი პა­სუ­ხია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან რუს­თა­ვის ცი­ხე­ში იძუ­ლე­ბით გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ სი­ახ­ლე არ ყო­ფი­ლა. ის უმე­ტე­სად იზო­ლი­რე­ბუ­ლი იყო. თით­ქმის ორი კვი­რა ვერ ნა­ხუ­ლობ­დნენ ახ­ლობ­ლე­ბი და ექი­მე­ბი. ად­ვო­კა­ტებს მხო­ლოდ შე­ზღუ­დუ­ლად უშ­ვებ­დნენ და ისიც მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეს.

სამ­წუ­ხა­როდ, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, რად­გან მას­თან მის ექი­მებს არ უშ­ვე­ბენ. ახ­ლა­ხანს უკ­რა­ი­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის უკ­რა­ი­ნე­ლი ექი­მე­ბის დაშ­ვე­ბის თხოვ­ნით ორი ნოტა გა­უგ­ზავ­ნა, ის ხომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა.

თუმ­ცა სი­ახ­ლე არ არის. პა­სუ­ხე­ბი ისევ არ არის, არც არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია. ახა­ლი წლის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის კონ­სულ­მა მისი ნახ­ვა მხო­ლოდ დღეს შეძ­ლო. მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ ძა­ლი­ან მძი­მეა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი იზო­ლა­ცია სა­ში­ნე­ლე­ბაა. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მელ­შიც მი­ხე­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

სი­ახ­ლე ისაა, რომ ხვალ იქ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, თბი­ლი­სის დრო­ით 13:00 სა­ათ­ზე და კი­ე­ვის დრო­ით 11:00 სა­ათ­ზე. მი­ხე­ი­ლი კი მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გეგ­მავს. სა­სა­მარ­თლო­ში პირ­ვე­ლად იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი ად­ვო­კა­ტი ევ­გენ ჰრუ­შო­ვე­ციც.

რას აკე­თე­ბენ უკ­რა­ი­ნა და პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად? – დიპ­ლო­მა­ტი­ურ დო­ნე­ზე ეს სა­კი­თხი მუდ­მი­ვად გა­ნი­ხი­ლე­ბა, მათ შო­რის ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან, რო­გორც სა­ჯა­რო ისე, პი­რა­დი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს.

ნუ მო­გა­ტყუ­ებთ სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად იქ­მნე­ბა, რათა მთა­ვა­რი თე­მე­ბის­გან – მი­ხე­ი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­გან მოხ­დეს ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა.

გულ­წრფე­ლად ვი­მე­დოვ­ნებ, რომ კარ­გი ამ­ბე­ბი იქ­ნე­ბა! მაგ­რამ ამას ლოც­ვა და მოქ­მე­დე­ბა სჭირ­დე­ბა! მის გა­რე­შე არა­ფე­რი მოხ­დე­ბა!“ – წერს ლიზა ვი­დე­ო­ჩარ­თვის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.”
წყარო: daqali.club

Share.