მკერდზე მიჩქმიტა… მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო – პაციენტები ცნობილი ექიმის წინააღმდეგ ბრალდებებით

0

ახალგაზრდა ქალმა კუჭის პრობლემებით ექიმს მიმართა, რომელმაც „მამოლოგის“ როლიც შეასრულა. პაციენტი ექიმ ირაკლი ხმალაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. შემთხვევის შესახებ, სახალხო დამცველის აპარატმა დაასკვნა, რომ პაციენტი ქალბატონი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია. ამ ინფორმაციას კურიერი ავრცელებს.

loading...

ხათუნა გოგუაძე გასტრიტის ჩივილით ექიმთან მივიდა, მას კუჭის გამოკვლევების შემდეგ, ექიმმა მაისური ააწევინა და მკერდზე შეეხო.

„როცა კუჭის შემოწმება დაასრულა, გამოსვლისას მითხრა, რომ მკერდის შემოწმება დაავიწყდა. მივბრუნდი და მაისური ამიწია. მას არ აუხსნია რატომ გამისინჯა მკერდი.” – ამბობს ხათუნა გოგუაძე.

თავად ირაკლი ხმალაძე განმარტავს, რომ ის პაციენტს დაეხმარა. ადასტურებს, რომ ასეთი რამ მოხდა, მაგრამ ამბობს რომ ეს გადაცდომა არის.

ექსპერტები აცხადებენ, რომ გასტროენტეროლოგს ძუძუს კვლევის კომპეტენცია არ აქვს და ეს სამედიცინო მიზნებს არ ემსახურება.

ხმალაძე სექსუალურ შევიწროებას კატეგორიულად უარყოფს. მედიკოსის კიდევ ორი პაციენტი ამბობს, რომ მათ შემთხვევაშიც იგივე მოხდა – 2014 წელს, ვიზიტისას პაციენტს სარძევე ჯირკვლები შეუმოწმა.

მესამე ქალბატონი ხმალაძის ყოფილი სტუდენტია, რომელსაც მკერდზე უჩქმიტა. განაგრძეთ კითხვა
წყარო: epicentri.club

loading...

Share.