„მომწერა საკადასტრო კოდი, სადაც შესაძლოა ბაჩალიაშვილი ჰყავდათ, დამისახელა „ოცნების“ მაღალჩინოსნები…“ – ნახეთ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები

0

გაზეთი „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას უცხოეთიდან უცნობი პირი დაუკავშირდა, რომელმაც ბაჩალიაშვილის საქმის შესახებ ახალი ინფორმაცია მიაწოდა. ჟურნალისტი პოსტში აღნიშნავს, რომ პირმა მისწერა საკადასტრო კოდი, სადაც შესაძლოა ბაჩალიაშვილი ჰყავდათ დამალული.
„ცხრაზე ვახო სანაიას ვერთვები „ფორმულაზე“!

loading...

გადაცემამდე ნახევარი საათით ადრე მიკავშირდება უცხოეთიდან უცნობი პირი, მწერს საკადასტრო კოდს,სადაც შესაძლოა ყავდათ ბაჩალიაშვილი, მისახელებს ოცნების მაღალჩინოსნებს და მათთან დაახლოებულ პირებს,ინფორმაციის გადამოწმებას ვერ ვასწრებ,გადაცემაში რისი მოყოლაც შეიძლება მოვყვები !
დავბრუნდები თუ არა,დეტალურად მივყვები ამ ვერსიას !
ესეც ჩემი ერთკვირიანი შვებულება-ეკრანებიდან არ ჩამოვსულვარ!“ – წერს კილაძე.

loading...

Share.