“მონასტრის კელიაში მოკლა და…” – უმძიმესი ტრაგედია მარტყოფში, ღვთაების მონასტერში ახლაგაზრდა მამაკაცი მოკლეს

0

მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა.
“რუსთავი2-ის” ინფორმაციით, შემთხვევა მონასტრის კელიაში მოხდა და ახალგაზრდა მამაკაცი ყელის არეში მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.
მოკლული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გარკვეული პერიოდი მონასტერში ცხოვრობდნენ და ბერებს სამეურნეო საქმეებში ეხმარებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამართალდამცველებს ამ დროისთვის დაკავებული არავინ ჰყავთ.

loading...
loading...

Share.