“მოულოდნელად გარდაიცვალა, სიცოცხლით სავსე, უბოროტო ადამიანი იყო…” – ახლახანს კესარია აბრამიძის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა

0

გავრცელებული ინფორმაციით, კესარიას მამა გულის პრობლემებს ემსხვერპლა. მოდელს უამრავი ადამიანი უსამძიმრებს სოციალურ ქსელში და წუხილს გამოთქვამენ მომხდარის გამო:
· კესო როგორ ვინერვიულე. მაგას ვინ იფიქრებდა, სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. როგორ მატკინა გული…
· როგორ მეწყინა და რამდენი ვიტირე. ძალიან დამწყვიტა გული რამდენი კარგი მახსოვს მისგან და რამდენი კარგი მოგონება დამიტოვა. აცხონოს უფალმა მისი სული. ძალიან განვიცდით ყველა…
· ძალიან მიყვარდა. უბოროტო და საოცრად ყურადღებიანი ადამიანი იყო. ყოველთვის მემახსოვრება, – წერენ მეგობრები კესარიას…

კესარია ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მეგობრული ოჯახი და მშობლები ჰყავდა, თუმცა ყოველთვის ცოტას საუბრობდა მამაზე. ის ძალიან ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ულამაზესი დედის ფოტოებს, მაგრამ მამის ფოტო არასოდეს გამოუქვეყნებია.

კესომ მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს თანაგრძობისთვის, მისი მწუხარების გაზიარებისთვის და აღნიშნა, რომ მამის დაკარგვა დიდი ტკივილია.

Share.