”მრცხვენია და მერიდება ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასე…” – ნახეთ რაზე მუშაობს ემიგრაციაში მყოფი ყოფილი მინისტრი ამერიკაში

0

არჩევანის წინაშე ვიდექი ჯერ კიდევ 2012 წელს, ან უნდა გადავბარგებულიყავი ბიძინა ივანიშვილის გუნდში ზოგიერთივით და იყო ამის შემოთავაზებები, ან იმ ნაბიჯზე წავსულიყავი, რაზეც წავედი, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ლტოლვილთა და განსახლების ყოფილმა მინისტრმა კობა სუბელიანმა განაცხადა, რომელიც ამერიკაში, ემიგრაციაში იმყოფება.

“2017 წლის ბოლოს, 2018 წლის დასაწყისში დავტოვე საქართველო. წავედი იმიტომ, რომ ელემენტარული საარსებო არ მქონდა. 3 შვილი მყავს, გარდა მაგისა და მყავს, დის შვილი მყავს, ოჯახი… მათ ვეღარ უზრუნველყოფდი ელემენტარული საშუალებებით. მრცხვენია და მერიდება ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასე იყო, საჭმლის ფული აღარ იყო.

არჩევანის წინაშე ვიდექი ჯერ კიდევ 2012 წელს, ან უნდა გადავბარგებულიყავი ბიძინა ივანიშვილის გუნდში ზოგიერთივით და იყო ამის შემოთავაზებები, კულუარულ შემოთავაზებებს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ მიცხადებდნენ, რომ გადმოდით აქეთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. ან ეგ ნაბიჯი უნდა გადამედგა ან იმ ნაბიჯზე წავსულიყავი, რაზეც წავედი”, – განაცხადა კობა სუბელიანმა.

სუბელიანი გადაზიდვების კომპანიაში მუშაობს, ამ წუთშიც გზავნილი ლაფორნიიდან კონექტიკუტის შტატში.

Share.