“მშიერს ეძინა და ფრინველებს მწყემსავდა, 4 წლის ფეხშიშველი დადიოდა..” – იხილეთ რა ემოციურ ამბავს ყვებიან ივანიშვილზე

0

თეა ჟამუტაშვილი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მძიმე ბავშვობაზე წერს:
,,ხუთი წლისა ფეხშიშველი ბატებს მწყემსავდა, ოჯახს ეხმარებოდა. ერთი სათამაშოც არ ჰქონია. ველოსიპედი ძალიან სდომებია. დედას უთქვამს, კაკალს გავყიდი და გიყიდიო. მთელი გულით აგროვებდნენ, მაგრამ თანხა მაინც არ ეყოთ….
მერვე კლასში ექსკურსიისთვის 10 მანეთი ყოფილა საჭირო. ეს რომ გაუგია, თანატოლებისგან შორს დამდგარა. დირექტორის კითხვაზე, რა მოხდაო, უპასუხია, ვერ წამოვალო. იქნებ 10 მანეთი დედას როგორმე ეშოვნა კიდეც, მაგრამ ოჯახს ლუკმა ვერ მოაკლო. მისი ექსკურსიის თანხა დირექტორს ჩუმად დაუდია. წლების შემდეგ სხვისი გაწვდილი ხელი არ დავიწყებია, მამამისზე ნაკლები პატივი არ მიუგია, ცოცხალსაც უპატრონა და

loading...

მიცვალებულსაცო.
ერთი უჩინარი კაცი ქველმოქმედებაში დიდ თანხებს ხარჯავდა, ის კი არ ვიცოდით, მართლა არსებობდა თუ არა. იჯდა თავისთვის ჩრდილში და ქვეყანას გვერდში ედგა….

2012-ში რომ არა ბიძინ, ახლა რამდენის საფლავზე მექნებოდა ცრემლი დაღვრილი…

ყველას ყველაფერი დაავიწყდა. დელფინარიუმი ვჭამო? რა დროს თეატრები, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზებია, ხეებს გლეჯს, ეზოში რგავს, ქუთაისის უნივერსიტეტი ვის რად უნდა…

იმ მშენებლობაზე ხალხი არ მუშაობდა? ბოდიში, ჯიბეში ვერ ჩაგიკუჭათ…

თქვენი დახარჯული ლარიც გვანახეთ, რა!.. მაინც რამდენი წაიღო ამ დაქცეული ქვეყნიდან?!

ასეთი გაჭირვებული ცხოვრება რომ გამოგევლოთ, შემდეგ მილიარდები გეშოვნათ, 2012-ში მკვლელის ხახაში რომელი შევარდებოდით?! დედამიწის რომელ კუნჭულშიც გაუხარდებოდა, უდარდელად იცხოვრებდა, მაგრამ დარჩა და მკვლელი დაამარცხა!..” წყარო:naxe.club

loading...
Share.