”მშობლები პოლიციაში აპირებენ მისვლას! მომწერე რა უქენით ბავშვს, სად სცემეთ, სად დატოვეთ შაქარაშვილი?” – ნახეთ ანი გაბეჩავას მიმოწერა ორ ბრალდებულთან 19 ივნისის დილას…

0

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ახალი ტომიდან ირკვევა, რომ წვეულების ორგანიზატორი და იუბილარი, ანა გაბეჩავა, 19 ივნისის დილით ორ ბრალდებულს წერდა – არასრულწლოვან ლ.შ.-ს და თენგო ბარბაქაძეს.

loading...

ბარბაქაძესთან მიმოწერიდან ირკვევა, რომ გაბეჩავა მოითხოვს, მეგობარმა დაუსახელოს ადგილი, სადაც დატოვეს გიორგი შაქარაშვილი.

„ანი გაბეჩავა: მომწერე რა უქენით ბავშვებს, ბიჭო, ნუ გამაგიჟეთ, ყველა ეძებს ბავშვს, სად დატოვეთ, თქვენ ნორმალურები ხართ? ეგ ბავშვი ცოცხალი იპოვონ და თქვენ თუ რომელიმეს ხმა გაგცეთ ცხოვრებაში, ნახავთ. დაურეკე სასწრაფოდ ბიჭებს და მითხრან სად სცემეთ, სად დატოვეთ?

ბარბაქაძე – არ ვიცი, აზრზე არ ვარ.

ანი გაბეჩავა – გაიგე, თენგო.

ბარბაქაძე – ჩვენ თბილისსში წავედით.

ანი გაბეჩავა – ნერვებს ნუ მიშლი, ვიცი, რომ გიგას მანქანით იყავით და ცემეთ ის ბავშვები, იმ სახლიდან თავი რომ არ გამოუყვიათ”

გაბეჩავა ასევე უკავშირდება არასრულწლოვან ლ.შ.-საც და სთხოვს უთხრას, სად დატოვეს გიორგი შაქარაშვილი.

ანა გაბეჩავა – ბავშვი არის დაკარგული

ლ.შ. – ოთხ კაცს თავი გვაქვს გატეხილი.

ანა გაბეჩავა – ვერ პოულობენ. მისმინე, თუ ვერ იპოვიან, მშობლები პოლიციაში აპირებენ მისვლას. მითხარი, სად დატოვეთ, რომ მოვძებნოთ. გიგას მანქანით შენც იყავი?

ლ.შ. – ჩვენ რა ვიცით?

ანა გაბეჩავა – ბავშვები რომ სცემეთ რკინის ჯოხებით, იმ მანქანაში იყავი?

ლ.შ. – მანდ რა მინდოდა, გოგო. თბილისამდე 15 კაცი მომსდევდა

​ანა გაბეჩავა: მისმინე. არ მომატყუო, შენც იჯექი მანქანაში? ხუთი ბავშვი დაიჭირეს, ორი გამოიქცა, ერთი საავადმყოფოში წევს, ძაან უცემიათ. გიგას მანქანით იყვნენ და ერთი ვაბშე უდანაშაულო, გარეთაც არ გამოსულა, ეგ დაიკარგა. ვერ ვპოულობთ. მშობლებმაც გაიგეს და თუ ვერ იპოვიან, ახლა საგურამოში მიდიან. პოლიცია ჩაერევა, არ გეცოდებით საერთოდ?

ლ.შ. : აზრზე არ ვარ საერთოდ ვინაა დაკარგული, ვინაა, რატომ დაიკარგა

ანა გაბეჩავა: ის ბიჭები ვინ მოიყვანა? ჩქარეული და ეგენი?

ლ.შ. : რეებს მეკითხები, აზრზე არ ვარ

ანა გაბეჩავა: გზა ვინ უთხრა, ვინ მოათრია იქ. ეგენი მოვიდნენ და მერე დაიწყეს ჩხუბი”.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილთან და მის თანმხლებ პირებთან „მერსედესის“ შემდეგ „ტოიოტა ქემრი“ მივიდა – სწორედ ამ ავტომობილის მგზავრებს გაურბოდნენ გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი, გიორგი ქათამაძე და ვახო ახვლედიანი.

მიმოწერას ფორმულა ნიუსი ავრცელებს.

loading...

Share.