”მშობლებს ეძინათ და ვერ გაიგეს ვერაფერი…” – ნახეთ რა ვითარებაში გადმოვარდა 1 წლის ბავშვი მე-14 სართულიდან

0

ოჯახის ახლობლები საუბრობენ, თუ რა ვითარებაში გადმოვარდა 1 წლის ბავშვი მე-14 სართულიდან ფონიჭალაში.
მათი თქმით, იმ დროს როცა უბედური შემთხვევა, მოხდა მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ.
„მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ, მუშაობენ, მათ ნუ დავადანაშაულებთ, ყურადღება არ მოკლებია უბრალოდ ასე მოხდა, უბედური შემთხვევა იყო.

loading...

ორი დღეში ხდებოდა ერთი წლის. წაყვანილი ჰყავთ ექსპერტიზაზე. ჯერ არაფერი არ ვიცით, ველოდებით, რომ დაგვირეკონ და მოიყვანონ ბავშვი“, – ამბობს ოჯახის ახლობელი „პალიტრასთან“.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში 1 წლამდე ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა.

შემთხვევის შედეგად ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა.
წყარო:epicentri.club

loading...

Share.