ნათიამ კონკურსზე ”იაგუნდი” იმღერა – ნათია რიგვავას გამოსვლამ „ახალ ტალღაზე“ ყველა აღაფრთოვანა (ვიდეო)

0

ქართველი მომღერალი ნათია რიგვავა რუსული მუსიკალური კონკურსის, „ახალი ტალღა“ მონაწილეა. ნათია კონკურსზე, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, იურმალიდან სოჭში პოლიტიკური მიზეზით გადაიტანეს, საქართველოს სახელით გამოდის. ნათია რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში ცხოვრობს და მუსიკალურ კარიერასაც იქ იწყობს.
ნათია რიგვავა გნესინების სახელობის სასწავლებელი დაასრულა, მონაწილეობდა ბევრ საერთაშორისო კონკურში. „ბავშვობიდან მინდოდა სცენაზე დგომა, მინდოდა სიმღერა და კარგი ემოციების ჩუქება ადამიანებისთვის. ბებია ხშირად მიმღეროდა ქართულ ნანას. მან შეამჩნია, რომ მეც ვყვებოდი სიმღერისას და ზუსტად ვიღებდი ნოტებს. ექვსი წლიდან დედამ მუსიკალურ სასწავლებელში მიმიყვანა. ჩემი დევიზია, რომ შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება“, აღნიშნავს მომღერალი.

ნათია რიგვავა „ახალ ტალღაზე“ საქართველოს სახელით გამოდის. სოჭში მიმდინარე მუსიკალურ კონკურსზე, რომელსაც იგორ კრუტოი ხელმძღვანელობს, ნათიამ ერთ-ერთ ტურში „იაგუნდის“ ვერსია შეასრულა.

ვიდეო:

წყარო: fortuna.ge

Share.